Загрузка...

ფსიქოლოგია — მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი-პიროვნება, მისი ქცევის გაგება. ფსიქოლოგიური კვლევა თავისთავშივე გულისხმობს ისეთ მეცნიერულ მოთხოვნებს როგორიცაა ფაქტების აღწერა, გამოკვლევა და წინასწარმეტყველება. შესაბამისად, ამ მეცნიერებისათვის დამახასიათებელია კითხვები: რა? როგორ? რატომ? თუ გარკვეულ მეცნიერებათა პრეროგატივის მიღმა ხვდებოდა კითხვა „რატომ?“ ეს ფსიქოლოგიისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ადამიანური ქცევის გამოვლინებათა მიღმა იმალება გარკვეული მოტივები-განზრახვები, რომელთა წვდომაც ამ შეკითხვის დასმას აუცილებლად გულისხმობს. სტატიაში წარმოგიდგენთ 10 საინტერესო ფაქტს ადამიანის ფსიქოლოგიაზე…

Загрузка...

1. თუ ღამღამობით კოშმარებით იტანჯებით, შეიძლება მიზეზი სიცივე იყოს. სამეცნიერო ფაქტია – რაც უფრო ცივა საძინებელში, კოშმარის ნახვის შანსი მით უფრო დიდია…

2. დადებით მოვლენებმამაც კი, როგორიცაა: უნივერსიტეტის დამთავრება, ქორწინება, ახალი სამუშაო და ა.შ. – შეიძლება დეპრესიამდე მიგიყვანოთ.

3. დაავადებების 90% ატარებს ფსიქოლოგიურ ხასიათს. ამიტომ ადამიანი სრულიად გამოჯანმრთელებულად ითვლება მაშინ, როდესაც სულიერ ბალანსს აღადგენს.

4. ფსიქოლოგთა აზრით, ჩვენ ყველას გვიყვარს ოცნება. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ადამიანები, რომლებსაც უყვართ ოცნება, უფრო შემოქმედებითები არიან და პრობლემებსაც უკეთესად ჭრიან.

5. საშუალოდ მამაკაცი აცხადებს, რომ სექსუალური კავშირი 7 ქალთან ქონდა. ქალები კი აცხადებენ, რომ სექსუალური კავშირი 4 მამაკაცთან ქონდათ. საქმე იმაშია, რომ მამაკაცებს და ქალებს განსხვავებული მოტივაცია აქვთ.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2

Загрузка...