Загрузка...

ყოველთვის არ არის იმის საშუალება, რომ იყოთ იდეალურ ფორმაში. მაგრამ დროდადრო არის ისეთი სიტუაციები, სადაც ეს გარდაუვალია. გთავაზობთ ასეთი შემთხვევებისთვის სპეციალურად შექმნილ ეფექტურ ხრიკებს, რათა გამოიყურებოდეთ საუკეთესოდ.

1. სწორად შეარჩიეთ ფეხსაცმელი

იმისათვის, რომ თქვენი ფეხები გამოჩნდეს გრძელი და თხელი, უმჯობესია შეარჩიოთ ღია ფერის ფეხსაცმელი ქვიშისფერ ან კრემისფერ ტონებში თქვენი კანის შესაბამისად. ასევე შეგიძლიათ ჩაიცვათ შარვლის ან კოლგოტის ფერი. ამ პატარა ეშმაკობის დამსახურებით ფეხსაცმელი იქნება ფეხის ბუნებრივი გაგრძელება და ეს მოგიმატებთ რამოდენიმე სანტიმეტრს სიმაღლეში. ასევე სასურველია, ფეხსაცმელი იყოს თასმებისა და ბალთის გარეშე, რადგან ვიზუალურად არის წყვეტის ეფექტი.

Загрузка...

.

 

2. არ ჩაიცვათ დიდი ან პატარა ზომის სამოსი

არასოდეს შეიძინოთ დიდი ან პატარა ზომის ტანსაცმელი. ეს მხოლოდ ხაზს გაუსვავს თქვენი ფიგურის ნაკლოვან მხარეებს და მოგიმატებთ ზედმეტ კილოგრამებს. ტანსაცმელი უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ზომას. ეს წარმოაჩენს სხეულის ლამაზ მხარეს და დამალავს ნაკლოვანებებს.

3. გაიმართეთ მხრებში

წელში გამართული და მხრებში გაშლილი ნებისმიერი გოგონა მიმზიდველად გამოიყურება. წელის გარშემოწერილობა ხდება უფრო წვრილი. მოხრილი ხერხემალი აკლებს სანტიმეტრებს სიმაღლეში და გარდა ამისა, ქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს. ეს რომ თავიდან აიცილოთ, სიარულისას გამართეთ ხერხემალი და მოადუნეთ მუხლები. წარმოიდგინეთ, რომ თავზე გადგათ გვირგვინი და ეცადეთ, არ დაგივარდეთ.

4. კონტურული მაკიაჟი

კონტურული მაკიაჟი საშუალებას გვაძლევს დავმალოთ არასასურველი მხარეები. ამისათვის საკმარისია, ისწავლოთ ღია და მუქი ფერის ტონალური კრემების სწორად გამოყენება. მთავარი წესი: რისი დამალვაც გსურთ, დაიტანეთ მუქი ფერის საცხი, ხოლო რისი წარმოჩენაც – წაისვით ღია ფერის ტონალური კრემი. ასევე მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ საცხების გამოყენების რიგითობა. პირველად გამოიყენეთ ”ჰაილაითერი”, როგორც საბაზისო სშუალება. შემდეგ დაიტანეთ მუქი ფერის ტონალური კრემი. ეცადეთ, არ გამოკვეთოთ გადასვლები. განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ მკვეთრ მაკიაჟს, მაგ: წითელი პომადა წარმოაჩენს ნიკაპს და თუ არც თუ ისე კარგი ფორმის ნიკაპი გაქვთ, არჩევანი გააკეთეთ სხვა ფერის ტუჩსაცხზე.

5. კანი გაიმუქეთ ერთი ტონით

რაც უფრო მეტადაა კანი გარუჯული, მით მეტად მკვეთრად შესამჩნევია ზედმეტი კილოგრამები და ცელულიტი. რუჯის იდეალური შემცვლელია ბრონზისფერი დეზადორანტები ან ავტორუჯი. ამისთვის საკმარისია რამოდენიმე მარტივი წესის დაცვა: თავდაპირველად კარგად გაიწმინდეთ კანი სკრაბით. შემდეგ დაიტენიანეთ ნებისმიერი დამატენიანებელი კრემით. თუ თქვენ გაქვთ მშრალი კანი, სკრაბის ნაცვლად გამოიყენეთ რბილი ღრუბელი. რამოდენიმეჯერ წაისვით დამატენიანებელი კრემი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მუხლებს და იდაყვებს.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
გვერდები: 1 2
Загрузка...