loading...

 6. შეარჩიეთ ქსოვილი სწორად

არასოდეს შეიძინოთ სამოსი, რომელიც შეკერილია მყარი ქსოვილისგან და ასევე ის, რომელიც მჭიდროდ გექნებათ ტანზე. მოერიდეთ ქსოვილებს, რომლებსაც აქვთ ძირითად ფონზე კვადრატული ან კუთხოვანი სილუეტები. ისინი მხოლოდ გამოკვეთენ და წარმოაჩენენ პრობლემურ ადგილებს. შეარჩიეთ ტანსაცმელი, რომელიც შეკერილია ბუნებრივი რბილი ქსოვილისგან ”დავარდნილი” ტექსტურით. ასეთ სამოსი ხაზს გაუსმევს თქვენს ქალურობას.

.

loading...

 

7. აქსესუარების შერჩევისას იყავით ფრთხილად

კისერზე მჭიდროდ მოხვეული შარფი ან თავსაფარი, პერანგის საყელო ან მანჟეტი – გადატვირთულს გახდის სხეულს. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ კისერზე თავისუფლად შემოიხვიოთ შარფი, ისე რომ ბოლოები ჩამოიყაროთ წინ, მკერდის მხარეს და ან გააკეთოთ მსუბუქი კვანძი. უპირატესობა მიანიჭეთ მრგვალ ან V-ს ფორმის საყელოს. ეცადეთ, კისერთან 2-3 ცალი ღილი დატოვოთ შეხსნილი. ასევე, გამოგადგებათ გრძელი, მაგრამ არა დიდი ზომის მძივები. ასევე – საყურეც. ასეთი ფორმის აქსესუარები თქვენს კისერს წარმოაჩენს გრძელს და ხაზს გაუსმევს დეკოლტეს.

8. დამალეთ პრობლემური ადგილები

ხშირად, გოგონები ცდილობენ სხვადასხვა მეთოდებით დამალონ სხეულის პრობლემური ადგილები, მაგრამ შედეგად იღებენ საპირისპიროს – არასწორი ჩაცმით უფრო მატებენ მოცულობას და შესაბამისად, წარმოაჩენენ მას. მაგ: თუ თქვენ გაქვთ დიდი თეძოები, არ არის რეკომენდირებული ისეთი ჯინსის ჩაცმა, რომელსაც აქვს დიდი ჯიბეები და ნაქარგები. ეს უფრო მეტად იქცევს ყურადღებას. რაც უფრო ნაკლებ აქცენტს გააკეთებთ პრობლემურ ზონებზე, უკეთესია. 

9. კონსულტაცია გაიარეთ სტილისტთან

თმის მოცულობის გასაზრდელი ვარცხნილობები ან ზედმეტად გასწორებული , ჩამოყრილი თმა მხოლოდ და მხოლოდ დისბალანსს შეიტანს თქვენს გარეგნობაში. უპირატესობა მიანიჭეთ საშუალო სიგრძის თმას ან კარეს, რადგან  სახე არის უფრო გამოკვეთილი. მოკლედ შეჭრილი თმა კარგია, თუ კეფაზე თმა არ არის აჭრილი და ასევე არ არის კისერზე ჩამოყრილი. გრძელი, სწორი თმა მრგვალი სახის გოგონებს არც თუ ისე უხდებათ. სასურველია, რომ თმა შეიჭრათ მხრებამდე.

10. ატარეთ მაკორექტირებელი საცვლები

კორექციული საცვლები ქალბატონებს ეხმარება პრობლემური ზონების კორექციაში და უფრო იოლს ხდის სასურველი კაბის შერჩევას. გარდა ამისა, ისინი განკუთვნილია არა მხოლოდ იმ ქალბატონებისთვის, რომელთაც აწუხებთ ზედმეტი წონა, არამედ იმათთვისაც, ვისაც აქვს ცელულიტი წელის ან თეძოს არეში და ასევე აქვთ დაშვებული მუცელი. ასეთ ტიპის საცვლების ყოველდღიური ხმარება ყოვლად დაუშვებელია, მაგრამ გამონაკლის შემთხვევებში სწორედ, რომ კარგი გადაწყვეტილებაა.

loading...

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here