Загрузка...

იოდი საკმაოდ იშვიათი ელემენტია. მისი კლარკის რიცხვია 400 მგრ/ტ. მაგრამ იოდს აქვს ერთი თავისებურება – ის ბუნებაში მეტად გაბნეულია. თუმცა ის არაა მეტად გავრცელებული ელემენტი, იოდი არის თითქმის ყველგან. იოდიდების სახით არის ზღვის წყალში (20-30 მგრ ტონა წყალში). არის ცოცხალ ორგანიზმებში, ყველაზე მეტია წყალმცენარეებში (5 კგ – 1 ტონა გამხმარ ზღვის კომბოსტოში (ლამინარია). ასევე ცნობილია ბუნებაში თავისუფალი სახით, როგორც მინერალი, მაგრამ ასეთი შემთხვევები ერთეულებია – ვეზუვის თერმული წყალროები და კუნძ. ვულკანოზე (იტალია). ბუნებრივი იოდიდების მარაგი შეფასებულია 15 მლნ ტ., რომლის მარაგის 99 % მდებარეობს ჩილეში და იაპონიაში. ახლა ამ ქვეყნებში მიმდინარეობს იოდის ინტენსიური მოპოვება, მაგალითად, ჩილე აწარმოებს 720 ტ-მდე იოდს წელიწადში. იოდის მინერალებში ყველაზე ცნობილია — ლაუტარიტი Ca(IO3)2. იოდის ზოგი მინერალი — იოდობრომიტი Ag(Br, Cl, I), ემბოლიტი Ag(Cl, Br), მაიერსიტი CuI·4AgI.

გამოყენება

Загрузка...

იოდის 5-პროცენტიანი სპირტის ხსნარი გამოიყენება დაზიანებული (გახლეჩილი, გაჭრილი ან სხვა სახის დაზიანება) კანის ირგვლივ დეზინფექციისათვის, მაგრამ არ შეიძლება მისი მიღება ორგანიზმში იოდის ნაკლებობის დროს. იოდის შეერთების პროდუქტები კრახმალთან, სხვა მაღალმოლეკულარულ ნაერთებთან (ე.წ. «ლურჯი იოდი» — იოდინოლი, იოქსი, ბეტადინი და სხვა) წარმოადგენენ უფრო სუსტ ანტისეპტიკებს.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2

Загрузка...