loading...

1. კლიტორის სტიმულაცია – ყველაზე პოპულარული (და გამოცდილი) მეთოდია ორგაზმის მისაღწევად. ქალების მხოლოდ 30%-ს შეუძლია ორგაზმის მიღება ვაგინალური სექსის დროს, კლიტორის დამატებითი სტიმულაციის გარეშე. ორგაზმის რაოდენობის რეკორდი ლონდონელ ქალს ეკუთვნის, რომელმაც 2009 წელს, ერთი მასტურბაციის პროცესის დროს ორგაზმი 49-ჯერ განიცადა.

2. ქალის ორგაზმი, საშუალოდ, 20 წამი გრძელდება, კაცის სიამოვნება კი 3-დან 10 წამამდე.

loading...

3. ორგაზმის შემდეგ ძილიანობას გრძნობთ? მარტო თქვენ არა, ასეა თქვენი პარტნიორიც, რადგან სექსის შემდეგ ჰორმონი პროლაქტინი დიდი რაოდენობით გამომუშავდება. სხვათა შორის, სექსის შემდეგ ზემოხსენებული ჰორმონი ოთხჯერ უფრო მეტად გამომუშავდება, ვიდრე მასტურბაციის შემდეგ. სწორედ ამიტომ სოლო თამაშის შემდეგ არ უჩნდება არც ქალს და არც კაცს ძილის შეგრძნება.

4. არავინ იცის, რაში სჭირდება ქალს ორგაზმი. სერიოზულად. მართალია, გვგონია, რომ მეცნიერებმა სამყაროში ყველაფერი გამოიკვლიეს, მაგრამ სინამდვილეში, ქალის სექსუალურობის შესწავლა სულ ახლახან დაიწყეს. ერთ-ერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ამგვარად ქალები თავიანთთვის უკეთეს პარტნიორსა და შვილის მამას „განსაზღვრავენ“, სხვები კი ფიქრობენ, რომ ორგაზმის უნარი ევოლუციური შემთხვევის შედეგია.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 3

loading...