loading...

წლების განმავლობაში ვიძენთ ისეთ ჩვევებს, რომლისგან განთავისუფლებაც ძალიან ძნელია. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც თქვენი აკვიატებული ტანსაცმელი და სტილი, თქვენს წინააღმდეგ იწყებს მუშაობას.

დაარღვიეთ პროპორციები

თუ თქვენ მიყვებით მოდის ტენდენციებს, ყოველთვის გახსოვდეთ პროპორციები. თუ იცვამთ თავისუფალი სტილის შარვალს, უმჯობესია ჩაიცვათ მჭიდრო ტოპი, ისვევ როგორც მჭიდროდ მომდგარ ჯინსზე სასურველია ფართო პერანგის ჩაცმა. დაიმახსოვრეთ ყველაზე მთავარი: ნებისმიერი სამოსი უნდა იყოს თქვენი ზომა. პატარა ზომის ტანსაცმელი ქმნის არასასურველ ნაკეცებს სხეულზე, ხოლო დიდი – მალავს სხეულის ლამაზ ნაწილებს.

loading...

 

შეარჩიეთ აქსესუარები ერთ ტონალობაში

ერთიდაიმავე ფერის ჩანთა, ფეხსაცმელი და ქამარი გამოიყურება ძველმოდურად. განსხვავებულად რომ გამოიყურებოდეთ, საკმარისია, დაამატოთ რაიმე დეტალი აქსესუარის სახით, დანარჩენი კი შეარჩიოთ ნეიტრალური ტონების.

ქამარი

დავარდნილი ტანსაცმელი სხეულს უკარგავს ფორმას, მატებს ასაკს და კილოგრამებს. გამოიმუშავეთ ჩვევა, რომ შექმნათ ”ქვიშის საათის” მსგავსი ჩაცმულობა ქამრის დახმარებით და თქვენ შეუდარებელი იქნებით.

რეტრო სტილი

მოდა ცვალებადი, მაგრამ განმეორებადია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ათწლელულების მანძილზე გეცვათ ერთ ამოჩემებულ სტილზე. ისეთი უნივერსალური სამოსი, როგორიც ჯინსია, მოითხოვს დიდი სიფრთხილეს მოდელის შერჩევისას. არასწორად შერჩეულმა ჯინსის მოდელმა შეიძლება მოგიმატოთ ასაკი. ტანზე მჭიდროდ მომდგარი ჯინსი ხაზს გაუსმევს თქვენს მოხდენილ სხეულს.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 3

loading...

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here