loading...

მოზარდის ტანსაცმელი

ასაკის მატებასთან ერთად აუცილებელია სტილის შეცვლა. არა არის რეკომენდირებული ჩაიცვათ ის, რაც გეცვათ 16 ან 20 წლის ასაკში. დახეული ჯინსები და მოკლე ნახატებიანი მაისური ასაკს არ დაგიპატარავებთ. პირიქით, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდებით – შექმნით ასაკობრივ კონტრასტს. ჩვეულებრივ ჯინსსა და მაისურში ბევრად მოხდენილი იქნებით.

loading...

 

ძველმოდური სათვალე

სათვალე დიდი ხანია გახდა მნიშვნელოვანი მოდური აქსესუარი, რომელსაც შეუძლია კორექტირება გაუკეთოს თქვენი სახის ნაკვთებს თქვენს სასარგებლოდ. მაგრამ არასწორად შერჩეულმა სათვალემ შეიძლება მნიშვნელოვნად შეგცვალოთ არასასურველ გამომეტყველებამდე. დიზაინერები გთავაზობენ თანამედროვე ალტერნატიულ უამრავ მოდელს. ამიტომ სათვალის შერჩევა, რომელიც გაგხდით უფრო მოხდენილს, არ არის რთული.

სწორი და გრძელი თმა

სწორი, გრძელი თმა  სახეზე წარმოაჩენს იმ ხარვეზებს, რაც მოაქვს ასაკს. უპირატესობა მიანიჭეთ მოკლე მოდურ ვარცხნილობას. თუ თქვენ არ ხართ მზად კარდინალური ცვლილებისთვის, მაშინ გამოიყენეთ ისეთი საშუალებები, როგორიცაა ბიგუდები, თმის ფორმის მისაცემი სხვადასხვა მეთოდები და გაიკეთეთ ისეთი ვარცხნილობა, რომელიც თქვენს სახეს წარმოაჩენს უფრო ლამაზდ.

მანიკიური ვარდისფერ ტონებში

არაფერი ისე არ მეტყველებს ასაკზე, როგორც ხელები. ლილისფერი, ატმისფერი და მბზინავი ვარდისფრის ტონები აქცენტს აკეთებს ხელის კანზე და მატებს ასაკს. მოვლილი და ახალგაზრდა კანის შთაბეჭდილება რომ შექმნათ, უპირატესობა მიანიჭეთ სპილოსძვლისფერს და იმ ტონებს, რომელიც არ იქნება მკვეთრი.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 3

loading...

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here