Загрузка...

რუმიანა

გავრცელებულია აზრი, რომ ”რუმიანა” უნდა წაისვათ ლოყებზე. ეს მისაღებია მხოლოდ ახალგაზრდა გოგონებისთვის. ასაკის მატებასთან ერთად სახის ოვალი განიცდის ცვლილებას. ამიტომ სასურველია, ”რუმიანა” წაისვათ ყვიმრალებზე ჰორიზონტალურად. ეს შექმნის ლიფტინგის ეფექტს.

Загрузка...

 

სახის დაფარვა მზინავი საშუალებით

ბრონზისფერი საცხის დატანება შუბლზე, ცხვირზე და ნიკაპზე შესამჩნევს ხდის ფორებს და მატებს ასაკს. წაისვით ის ციფრი ”3”-ის მსგავსად: შუბლის შუაგულიდან გადაიტანეთ მარჯვნის და მარცხნივ და შემდეგ ყვიმრალების და ნიკაპის მიმართულებით. ასეთი ფორმით წასმული ბრონზერით სახე გამოიყურება დასვენებულად და ახალგაზრდულად.

მაკიაჟი

დიდი მნიშვნელობა ასაკის განსაზღვრისას ენიჭება ტუჩებს, თვალებსა და წარბებს. ტუჩები, როგორც წესი , ხდება უფრო თხელი, ხოლო წარბები კარგავენ ფერს და მისი მოცულობა იკლებს. მაკიაჟის საშუალებით შესაძლებელია ბუნებრივი ეფექტის შექმნა და ყველა იმ დეფექტის დამალვა, რაც მოაქვს ასაკს.

მუქი ტონალობის ტუჩსაცხი

მუქი ფერის პომადა ტუჩს ვიზუალურად აპატარავებს. თუ არ შეგიძლიათ უარის თქმა და მოგწონთ ასე ფერის საცხი, უმჯობესია გამოიყენოთ კენკრის ფერები და მისცეთ სველი ეფექტი.

სიცილი

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გაცინებული ადამიანი ახალგაზრდულად გამოიყურება უცხო პირებისთვის. ეს არის საუკეთესო მიზეზი იმისთვის, რომ იცინოთ ხშირად.

Загрузка...