Загрузка...

შემთხვევა რუსეთში მოხდა – 14 წლის გოგონა შიმშილით გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციის თანახმად, მოზარდს არ სურდა მეგობრების დაცინვის ობიექტი ყოფილიყო.

როგორც გარდაცვლილის დედა იხსენებს, თანატოლები გამუდმებით დასცინოდნენ ზედმეტი წონის გამო, რაც მოზარდის ფსიქოლოგიური ტრავმის მიზეზი გახდა.

Загрузка...

“სკოლაში თანაკლასელი გოგონები დასცინოდნენ და მსუქანსა და ცხიმის გროვას ეძახდნენ. ჩემი გოგონა ძალიან ემოციურად იღებდა ამ ფაქტს. ამის შემდეგ საერთოდ შეწყვიტა ჭამა და ჩემი ხვეწნის მიუხედავად, ლუკმას არ იდებდა პირში” – განუცხადა გარდაცვლილი მოზარდის დედამ ჟურნალისტებს.

ქალმა ისიც აღნიშნა, რომ ექიმის ჩარევა საჭიროდ არ მიიჩნია, რადგან ეგონა, რომ თავის ქალიშვილთან თავადვე მოაგვარებდა პრობლემას, თუმცა ახლა ამ საქციელს ნანობს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გოგონა ივლისის შუა რიცხვებში გარდაიცვალა, თუმცა მისი სიკვდილი მხოლოდ ორი დღის მერე გახდა შესამჩნევი, რადგან, როგორც მეზობლები ამბობენ, რომ შემაწუხებელი სუნი იგრძნეს და გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც თინეიჯერის გვამი აღმოაჩინა ბინაში. ოჯახის ახლობლების განცხადებით, გოგონას სიკვდილის მიზეზი არა თანატოლების დაცინვა, არამედ საკუთარი დედის სასტიკი მოპყრობა გახდა, რადგან მათი ინფორმაციით, თავად მშობელს არ სურდა, რომ ქალიშვილს ზედმეტი წონა ჰქონოდა და ამიტომ საჭმელს არ აჭმევდა.

ცნობილი ხდება კიდევ ერთი გარემოება – სამართალდამცველების მხრიდან ბინაში ჩატარებული ცხრეკის შედეგად, იქ საჭმელი საერთოდ ვერ ნახეს, რამაც ქალის წინააღმდეგ ეჭვი გაამყარა.

საქმე აღძრულია სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით.

Загрузка...