Загрузка...

ეს პატარა გოგონას პატარა ისტორიაა, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა. მარიამი მხოლოდ 14 წლისაა და უკვე მესამედ თხოვდება. ის ზუგდიდში ცხოვრობს და საარსებობს პირობების უქონლობის გამო უკვე მესამედ მოუწია გათხოვება. ჩვენი რედაქცია მას გაესაუბრა და მოკლე ინტერვიუც ჩამოვართვით. არსებობს ვიდეო მასალაც, რომელიც ამჟამად დამუშავების პროცესშია.

პატარაობიდანვე ოცნებობდი გათხოვებაზე?

Загрузка...

– გათხოვებაზე არასდროს მიოცნებია, მინდოდა მესწავლა და ჩემით მერჩინა თავი. როდესაც პატარაობაში ლამაზად ჩაცმულ ქალებს ვხედავდი მეც მინდოდა მომავალში მათ დავმსგავსებოდი. ბევრი ოცნებები მქონდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ცხოვრება ისეთი მარტივიაა არაა როგორიც ბავშვის თვალებიდან ჩანს.

მომავალში რა მიზნები გამოძრავებს?

– ჩემთვის მომავალი ძალიან ბუნდოვანია. უკვე აღარ ვიცი საერთოდ მექნება თუ არა, მაგრამ იმედს მაინც ვიტოვებ, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი შეიცვლება. მჯერა, რადგან ყოველ ღამე ვლოცულობ და ღმერთის არსებობას ვგრძნობ ჩემს სიახლოვეს. დარწმუნებული ვარ ამდენი ტანჯვის შემდეგ რარაც კარგს მიმზადებს უფალი.

Загрузка...