Загрузка...

15 წლის გიორგი გორგაძის ამბავი ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის. ეს სამწუხარო შემთხვევა 1 მაისს მოხდა. სკოლიდან მოსულ გიორგის პატარა მეზობელი დახვდა ეზოში. საუბარში გაარკვია, რომ მას სახლის კარი ჩაეკეტა და სკოლიდან მოსული შინ ვერ შედიოდა. გიორგიმ, რომელიც სპორტზე დადიოდა, ფიზიკურად ძლიერი და ყოჩაღი ბიჭია, უცებ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამძვრალიყო მეოთხე სართულზე (!) აივნების მეშვეობით და გაეღო ბავშვისთვის კარი… მიუხედავად იმისა, რომ ბიჭუნა არწმუნებდა, დედა მოვა მანამდე და დაველოდები, არ ახვიდეო, ახალგაზრდულმა სიმამაცემ და ჟინმა არ მოასვენა და მაინც აძვრა…

რა და როგორ მოხდა, ახლაც უჭირთ ახსნა იმ ბავშვებს, რომლებიც ამ ამბის ბოლოსკენ მოგროვდნენ ეზოში. მესამე სართულის აივნიდან, უკვე ქვემოთკენ მომავალი გიორგი (სახლის კარი ისე აღმოჩნდა დაკეტილი, რომ შიგნიდანაც ვერ გააღო და უკან ბრუნდებოდა), მოულოდნელად გადმოვარდა და მიწაზე ფეხებით დაეცა. ზოგიერთი ბავშვი იმასაც ყვება, რომ გადმოხტა – იფიქრა, შეძლებდა ამ სიმაღლიდან ძირს დახტომას… სამწუხაროდ, დარტყმა ძალიან ძლიერი აღმოჩნდა, ფეხზე დამდგარი, რამდენიმე წამში უცებ გალურჯდა და უგონოდ დაეცა…

Загрузка...

მას მერე, უკვე ორ თვეზე მეტია, გიორგი, რომელსაც ტვინი დაუზიანდა, თბილისის რეფერალურ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში წევს, კომაშია და ექიმებიც და მშობლებიც ელოდებიან სასწაულს. შანსი იმის, რომ ეს სასწაული მოხდეს, რა თქმა უნდა არსებობს. თუმცა ის თანხა, რაც საყოველთაო დაზღვევით იყო გათვალისწინებული და რითაც თითქმის ერთი თვე უტარდებოდა ყველა პროცედურა, ამოიწურა. მას მერე, რაც გიორგის ამბავი ჩვენს ვებგვერდზე დაიდო და ბევრმა ადამიანმა გაიგო, ასევე შემდეგ მედიის სხვადასხვა საშუალებამ გაავრცელა, გიორგის ბევრი კეთილი ადამიანი დაეხმარა. თუმცა ახლა მისი სიცოცხლე კვლავ საფრთხეშია – ჯანდაცვის სამინისტრო უარს ამბობს დაფინანსებაზე. არადა, რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი დღის გატარებაც კი 400 ლარი ჯდება და მრავალშვილიანი ოჯახისთვის (გიორგის სამი და-ძმა ჰყავს), ეს ძალიან დიდი თანხაა.

როგორც გიორგის მამა – გელა გიორგაძე ამბობს, ჯანდაცვის სამინისტრომ დახმარებაზე უკვე მეორედ უთხრა უარი.

გელა გორგაძე:
– 18 ივნისს ჩავაბარე განცხადება, საპატრიარქოს შუამდგომლობაც მივუმატეთ ამ განცხადებას. ზუსტად ერთი თვის თავზე მოვიდა პასუხი, თქვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდაო. ეს უკვე აბუჩად აგდება მგონია! ჯერ მითხრეს, ყველაფერს გავაკეთებთო და ახლა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდაო… პასუხსაც არავინ მცემს, რატომ არ დაკმაყოფილდა. რატომ ექცევიან 15 წლის მოზარდის სიცოცხლეს ასე?

– როგორია ამ წუთას გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
– ღვთის წყალობით, ცოტ-ცოტა, მაგრამ მაინც წინ მივდივართ… შინაგანი ორგანოები ფაქტობრივად კარგად ფუნქციონირებს, მთავარია ტვინიდან როდის იქნება რეფლექსი. ეს დროს მოითხოვს და თუ რამდენს, ჯერჯერობით მედიცინას პასუხი არ აქვს. აპარატიდან მოხსნას კანონი კრძალავს, მაგრამ როცა დავალიანება გაქვს და ყოველდღიურად კიდევ ემატება, ურთულესია! დავალიანება ამჯერად ათას ლარამდე მაქვს, გუშინ გადავიხადე 7350 ლარი. როგორც მოგახსენეთ ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ ერთი თეთრიც არ გაუღია, ქალაქის მერია დაგვეხმარა და კერძო შემოწირულობებია.
მეზობლის ოჯახიც, რომლის გამოც გიორგი მესამე სართულზე აძვრა, შეძლებისდაგვარად ზრუნავენ. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ დედა მუშაობს და სამი შვილი ჰყავს, ჩვენთან არიან მთელი სულით და გულით.

დავინტერესდით, რა პასუხი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს გიორგის დაფინანსებასთან დაკავშირებით…
სოციალური მომსახურების სააგენტოში გვაცნობეს, რომ მომხდარიდან დღემდე საყოველთაო ჯანდაცვით ბავში უკვე 15000 ლარის ფარგლებში დაფინანსდა, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე პროგრამული ლიმიტი ამოიწურა.

გიორგი და მისი ოჯახი ისევ ჩვენი, საზოგადოების დახმარების იმედადაა. დავეხმაროთ მოზარდს, მის დედას და მამას დიდი იმედი აქვთ, რომ გიორგი ისევ გაახელს თვალებს, ისევ დადგება ფეხზე და თავისი მხიარული, დაუდგრომელი ხასიათით გაახარებს გარშემო მყოფებს.

mshoblebi

საქველმოქმედო ნომერი: 09 01 70 13 94 – დარეკეთ მაგთიდან და ბილაინიდან. ზარის საფასური – 1 ლარი.
– – –

საბანკო რეკვიზიტები:

თიბისი ბანკი:
TBCBGE22
მიმღების დასახელება – გელა გორგაძე
ანგარიში ლარებში: GE78TB7641945061100073

———————–
FOR EUR TRANSFER
DEUTSCHE BANK AG
FRANKFURT/MAIN, GERMANY
SWIFT: DEUTDEFF
BIZ: 50070010

ანგარიში დოლარში:

INTERMEDIARY: CITIBANK: N.A
NEW-YORK, USA
SWIFT: CITIUS33
ABA 021000089

BENEFICIARY’S BANK: HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22
JSC TBC Bank
SWIFT TBCBGE22
BEN”S Account: NAME OF BENEFICIARY – Gela gorgadze
bank code: TBCBGE22

BENN”S ACCOUNT: GE78TB7641945061100073

NAME of BENEFICIARY: Gela Gorgadze
– – – –

ანგარიში საქართველოს ბანკში:
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება: გელა გორგაძე
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE12BG0000000100953344

– – – –
BANK DETAILS FOR TRANSFERS IN US DOLLARIN FAVOUR IF CUSTEMERS OF JSC BANK OF GEORGIA
Intermediary Bank: Citibank N.A ., New York, USA,
SWIFT: CITIUS33
Account With Institution: Bank of Georgia

SSWIFT: BAGAGE22
29a Gagarin Street

tbilisi0160 Georgia

BENEFICIARY: Gorgadze Gela

Account: GE12BG0000000100953344

BANK DETAILS FOR TRANSFERS IN EURO DOLLARIN FAVOUR IF CUSTEMERS OF JSC BANK OF GEORGIA
Intermediary Bank: Commerzbank,FRANKFURT, Germany
SWIFT: COBADEFF
Account With Institution: Bank of Georgia
SSWIFT: BAGAGE22
29a Gagarin Street
tbilisi0160 Georgia

BENEFICIARY: Gorgadze Gela

Account: GE12BG0000000100953344

Загрузка...