Загрузка...
 არის თუ არა გადამეტებული სექსუალური ლტოლვა ფსიქოლოგიური დაავადება? სპეციალისტებს ამის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, თუმცა მიიჩნევენ, რომ ამ ადამიანებს ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებათ და ის უფასო უნდა იყოს.
“გაღვიძებისთანავე სექსზე ვფიქრობდი, დღეში ხუთჯერ მქონდა სექსი, მაგრამ მაინც არ მყოფნიდა. ამან ცხოვრებაც დამინგრია – ჩემს მეუღლეს მუდმივად ვთხოვდი სექსს, რის გამოც ჩვენ დავშორდით კიდევაც,” – აღიარა 37 წლის ბრიტანელმა რებეკამ ფსიქოლოგთან ინტერვიუში.სექსის სურვილი რებეკასთვის მტანჯველ განცდათ იქცა. ამან იგი ფაქტიურად კარჩაკეტილ ადამიანად აქცია. იგი ამას ფარულ დეპრესიასა და ორგანიზმში სეროტონინის (ე.წ. “ბედნიერების ანუ კარგი ხასიათის ჰორმონი”) ნაკლებობას აბრალებს.”ჩემს ირგვლივ არსებულ ყველა საგანს ფიქრებით სექსამდე მივყავდი. საზოგადოებაშიც ფაქტიურად არ გავდიოდი, თავს უხერხულად ვგრძნობდი, მეგონა, რომ ისინი ჩემს ფიქრებს კითხულობდნენ, მეგონა ეს ლტოლვა სახეზე მეწერა და მრცხვენოდა,” – ყვება რებეკა.

 

 

Загрузка...

რებეკა სამი შვილის დედაა, თუმცა ამჟამად თავისი დაავადების გამო მარტოა. მის მეუღლეს თავიდან ეს სიამოვნებდა კიდევაც, თუმცა დროთა განმავლობაში ეს მისთვის აბსოლუტურად გაუგებარი გახდა. რებეკას დაუოკებელი სექსუალური ლტოლვის გამო მან ეჭვიანობაც კი დაიწყო – ხომ არ გაიჩინა მეუღლემ სხვა ადამიანი, რომელთანაც მისი არყოფნის დროს კავდებოდა სექსით.

საბოლოოდ ისინი დაშორდნენ. დეპრესიის ხარისხის მომატების გამო, რებეკამ გადაწყვიტა ფსიქოლოგისთვის მიემართა და ყველაფერი გულახდილად უამბო. ამჟამად მათი დახმარებით ქალი აბსოლუტურად განკურნებულია.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 

Загрузка...