Загрузка...

სოციალურ  ქსელში  ერთ-ერთი  მომხმარებელი  განცხადებას  ავრცელებს:
@liberty•ლიბერთი საიდან დავიწყო არ ვიცი, ძალიან ბევრი მეგობარი მყავხართ (აქედან უფრო ადვილია ყველას ერთად მოგაწვდინოთ ხმა) და თუ ვინმეს დახმარება შეგიძლიათ იქნებ დამეხმაროთ… არასოდეს ასე სახალხოდ არავისთან ჩემს პრობლემებზე არ მისაუბრია, ძალიან ბევრი რამ გავიარეთ მე და ჩემმა შვილმა Irakli Chkheidze ერთად და ჩვენს გვერდით ყოველთვის იდგნენ ადამიანები, რომლებიც ამათუიმ პრობლემის გადაჭრაში გვეხმარებოდა… ახლა ისეთი პრობლემის წინაშე ვდგავართ, შეიძლება ვინმემ ისიც კი თქვას ხალხი იღუპება და შენ რა ხელფასს მისტირიო, მაგრამ დამერწმუნეთ ჩვენ ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიკვდილიც გამოვცადეთ და ასე რომ არც ეს არის ჩვენთვის უცხო…

ახლა რაც შეეხება პრობლემას, Liberty • ლიბერთილიბერთი ბანკში #ლიბერთიბანკიlibertybankofgeorgia მერიცხება ხელფასი, აქვე ვიღებდით ირაკლის ობლობის პენსიას, მადლობელი ვარ ბანკის, დღემდე გვეხმარებოდა ხან დრაფტს ვაკეთებდით, ხან სესხს და ასე მე და ირაკლი ვცდილობდით რომ ჩვენი ფინანსები გვემართა…. ვიცოდი 18 წლის რომ გახდებოდა ირაკლი პენსია აღარ დაერიცხებოდა, ამიტომ მივედი ბანკში და საპენსიო ანგარიშზე რომ დრაფტი მქონდა გაკეთებული, რომ ვიცოდი 14 სექტემბერს უკვე აღარ დამერიცხებოდა პენსია, ვკითხე ოპერატორებს ხელფასის დარიცხვის დროს ხომ არ შემიქმნიდა რამე პრობლემას, რაზეც ბანკში მიპასუხეს რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა…

Загрузка...

20 სექტემბერს დამერიცხა ჩემი მიმდინარე ხელფასი და ჰოი საოცრებავ სადაა ჩემი ხელფასი, მივედი ბანკში და უი, დრაფტი გაუუქმებიათ და იმიტომ ჩამოგეჭრათო… ახლა ვეკითხები Liberty • ლიბერთი bank შეტყობინების გარეშე რა უფლება გქონდათ ჩამოგეჭრათ მთლიანი თანხა ჩემი სახელფასო ანგარიშიდან, როცა საკომისიო გადასახდელი დრაფტზე იყო სულ რაღაც ოც ლარამდე და ვადაგადაცილება დრაფტზე იყო სულ რაღაც ექვსი დღე, ამასთანავე ხელშეკრულება რომელიც ბანკთან გავაფორმე დრაფტის გაკეთების დროს არ ითვალისწინებს დრაფტის გაუქმებას, და მითუმეტეს რაიმე თანხის ჩამოჭრას სხვა ჩემი ანგარიშიდან… გამაგებინეთ მართლა ძალიან მაინტერესებს 21 საუკუნეში მოკლე ტექსტური შეტყობინების გამოგზავნაც ვერ მოახერხეთ? დღეს დავწერე განცხადება, და გელოდებით მარტოხელა დედა ერთადერთი სტუდენტი შვილით თქვენი წყალობით ამ თვეში საარსებო მინიმუმის გარეშე დარჩენილი, თქვენ რას მოიმოქმედებთ….

მე არ მაინტერესებს რას აკეთებს თქვენი პროგრამა ავტომატურად, არ მჭირდება თქვენი ბიუროკრატიული პასუხები, თქვენი ბანკის კლიენტი ვარ და არ გაგიჭირდებოდათ წინმსწრებად შეტყობინების გამოგავნა რომ უქმდება საპენსიო დრაფტი…. ეს ყველაზე დიდი უსამართლობაა თქვენი მხრიდან… კიდევ ერთხელ მომიტევეთ ჩემო მეგობრებო თავს რომ მოგახვიეთ ჩემი პრობლემები, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ ამ ქვეყნიდან არ მომიწიოს მეც სხვა დედებივით წასვლა და იქნებ ჩემი ამ მცირე ხელფასით, რასაც ჩემი საყვარელი საქმიდან ვიღებ, შევძლო ჩემს ერდადერთ იმედს მივეხმარო მიიღოს საქართველოში უმაღლესი განათლება და ამ დროს რას მიკეთებს ლიბერთი ბანკი… მტოვებს უშუქოდ, უწყლოდ, საკვების გარეშე, ასეა რეალურად იმიტომ რომ ჩემი ხელფასია ამ ყველაფრის გარანტი….

პ.ს. ჩემო მეგობრებო თუ ვინმეს შეგიძლიათ დამეხმაროთ გამიწიოთ კომპეტენტური კონსულტაცია მადლობელი დაგრჩებით…. არაფერს ვითხოვ, მხოლოდ იმას რაც უკითხავად და გაუფრთხილებლად წაიღო ლიბერთი ბანკმა!
…ჩემმა ძალიან ახლო მეგობრებმა იციან რომ ყველა ცხოვრებისეულ გამოწვევას ვუმკლავდები, ისიც იციან რომ პრობლემებს არ ვუშინდები, დამერწმუნეთ მე ახლა სასოწარკვეთილი კიარ ვარ, გაცეცხლებული ვარ!!!!!!
ლიბერთი ბანკი მომინიშნეთ რა გთხოვთ, ვერსად ვიპოვე..
საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia
#სამართალსვეძებ
#რკინისქალამანსაცჩავიცმევ

Загрузка...