Загрузка...

21 წლის შვედმა სტუდენტმა გოგომ თავშესაფრის მაძიებელი ავღანელი კაცის სამშობლოში დეპორტაცია შეაჩერა.

ელინ ერსონი გეტებორგის უნივერსიტეტის სტუდენტია. აპირებს, რომ სოციალური მუშაკი გახდეს. ერთი წელია მოხალისედ მუშაობს ლტოლვილთა.

Загрузка...

ინციდენტი კი შვედეთის გოტენბურგის აეროპორტში, სტამბოლის რეისზე მოხდა. ელინ ერსონმა იცოდა, რომ აღნიშნული რეისით მამაკაცის დეპორტაცია იგეგემებოდა, ბილეთი შეიძინა, ბორტზე ასვლის შემდეგ კი უარი განაცხადა თვითმფრინავში დაჯდომაზე, სანამ ავღანელი მამაკაცის დეპორტაცია არ შეჩერდებოდა. ელინმა თან Facebook Live ჩართო და საზოგადოებას თავის პროტესტზე მოუთხრო. კანონის თანახმად, მფრინავს თვითმფრინავის დაძვრის უფლება არ აქვს, სანამ ყველა მგზავრი ადგილს არ დაიკავებს.

ერსონის ქმედებას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა ბორტზე. ზოგიერთმა მგზავრმა მისი ქმედება გააკრიტიკა, ნაწილმა კი მხარი დაუჭირა.

„ბორტზე“ იმყოფება მამაკაცი, რომელსაც ავღანეთში დეპორტაციას უწევენ, იქ მას სავარაუდოდ, მოკლავენ.

არ მინდა ამ ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ იმიტომ დასრულდეს, რომ თქვენ რეისზე გაგვიანდებათ. მისი სიცოცხლის გადასარჩენად ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია” – ამბობს ელისი ვიდეოში.

ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც კადრში არ ჩანს, ერსონს მიუახლოვდა. „შენ აქ ყველას გვაბრაზებ“ – მიმართა ელინს და ტელეფონის წართმევა სცადა. „მე არ მადარდებს, თქვენ რას ფიქრობთ“- ისმის ვიდეოში ერსონის ხმაც.

ცოტა ხანში, მას სხვებიც გამოექომაგნენ, ჯერ ერთი კაცი წამოდგა მხარდაჭერისთვის, შემდეგ კი სოლიდარობა თვითმფრინავში მჯდომმა ფეხბურთელთა გუნდის წევრებმაც გამოუცხადეს.

მოგვიანებით, როგორც ელინმა განმარტა, ბორტგამცილებლის ჩარევის შემდეგ აპარატი დაუბრუნეს.

საბოლოოდ, ელინ ერსონი და ავღანელი მამაკაცი ბორტიდან აპლოდისმენტების ფონზე ჩაიყვანეს. თუმცა, თავშესაფრის მაძიებელს იძულებითი დეპორტაცია მაინც განხორციელდება.

Загрузка...