loading...

ჭეშმარიტი სიყვარული არ შეიძლება მოხდეს მყისიერად, ამ პროცესს გარკვეული დრო სჭირდება. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ერთმანეთი ნამდვილად გიყვართ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც კარგსაც და ცუდსაც ერთად გადაიტანთ. სტატიაში გთავაზობთ 4 ნიშანს, რომ ცხოვრების სიყვარული იპოვეთ…

1. ღიად საუბრობთ ერთმანეთთან

loading...

კომუნიკაცია — ნებისმიერი ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც რომანტიკულის, ისე მეგობრულის. სასურველია დარწმუნდეთ იმ ადამიანში, ვისთანაც მთელს ცხოვრებას გაატარებთ – გაანალიზეთ თქვენი კომუნიკაცია. შეგიძლიათ საკუთარი აზრი ღიად გამოხატოთ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი? მშვიდად და ყვირილის გარეშე აგვარებთ ჩხუბს? თუ კი – ეს ნიშნავს, რომ თქვენ და თქვენმა პარტნიორმა შეძლეთ ღია კომუნიკაციის დამყარება!

2. თავსებადობა

ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ფიზიკურ თავსებადობაზე, არამედ ემოციურ და სულიერზეც. ფიზიკური თავსებადობა ურთიერთობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან პარტნიორებმა ერთმანეთთან სიახლოვის დროს თავი კომფორტულად უნდა იგრძნონ, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ უნდა დაივიწყოთ ემოციური და სულიერი თავსებადობა, რომელსაც შეუძლია თქვენი ურთიერთობა სითბოთი და ბედნიერებით შეავსოს.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2

loading...