Загрузка...

კარგა ხანია ქალის ასაკი არა განვლილი წლებით, არამედ მისი განვლილი წლებით განისაზღვრება, არსებობს მარტივი წესები, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ უფრო ახალგაზრდად გამოიყურებოდეთ.

1) მაკიაჟი

Загрузка...

ამბობენ, 20 წლამდე ქალბატონს ის სახე აქვს, რომლითაც დაიბადა, 20 წლის შემდეგ კი -რომელიც დაიმსახურა. 25 წლის ასაკში ქალბატონთა უმრავლესობამ უკვე იცის, როგორ წარმოაჩინოს თავი უკეთესი მხრით, ადრინდელზე უფრო გულმოდგინედ უვლის თავს. რაც უფრო გემატებათ წლები, მით უფრო ბუნებრივი და ნაზი უნდა იყოს თქვენი მაკიაჟი. უარი თქვით მკვეთრი ფერების თვალის ჩრდილებსა და პომადებზე, შეარჩიეთ ნატურალური ფერები. გამოიყენეთ ვარდისფერი ან ატმისფერი ტუჩების ”ბლესკი”, პასტელის ტონების ჩრდილები და ”რუმიანა”.

2) ტანსაცმელი

უფრო ახალგაზრდად რომ გამოიყურებოდეთ, სულაც არ არის აუცილებელი მოკლე ბოლოკაბა და ტოპი ჩაიცვათ. გაითვალისწინეთ, ქალბატონი, რომელიც ტანსაცმლის ხარჯზე ცდილობს გაახალგაზრდავებას, ცოტა არ იყოს, ბრიყვულად გამოიყურება. უმჯობესია, შეარჩიოთ ხარისხიანი ქსოვილები, ტანზე მომდგარი სამოსი. უარი თქვით ზედმეტ ბრჭყვიალებზე. გახსოვდეთ, ტანსაცმლის შერჩევისას მთავარი მისი გარემოებასა და ვითარებასთან შესაბამისობაა.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 

Загрузка...