Загрузка...

ყველა ქალს სურს იყოს ბედნიერი. ხშირად მამაკაცის როლსაც ირგებს ურთიერთობის შესანარჩუნებლად. არავითარ შემთხევაში არ გააკეთოთ მამაკაცისთვის ეს:

1. მის მაგივრად გადაწყვიტოთ ყველა პრობლემა- მაშინაც კი, თუ თქვენს რჩეულს მუდმივი ფინანსური პრობლემები აქვს, სამსახურიდან დაითხოვეს და ა.შ. ეცადეთ თავად მოაგვაროს პრობლემა. მამაკაცს უნდა შეეძლოს ოჯახის შენახვა. თქვენ მხოლოდ დროებით შეგიძლიათ დაეხმაროთ. პრობლემა ისაა, როცა მუდმივად თქვენს იმედზეა და არ ცდილობს თავად გაიუმჯობესოს ფინანსური მხარე.

Загрузка...

2. მუდმივად ანებივრებდეთ ძვირფასი საჩუქრებით- უმჯობესია, თუ ორივე გაანებივრებთ ერთმანეთს სიურპრიზებითა და საჩუქრებით. მნიშვნელობა არ აქვს რას გაჩუქებთ; სამზარეულოს ნაკრებს, საფულეს თუ ავტომობილს, მთავრია ეს სიყვარულით გააკეთოს. იმის მცდელობა, რომ მამაკაცის გული ძვირფასი საჩუქრებით მოიგოთ, ყოველთვის კრახით დასრულდება. თუ თქვენ სუსტი სქესის ძლიერი წარმომადგენელი ხართ, სხვა გზითაც შეძლებთ მისი სიყვარულის მოპოვებას.

3. ნუ იქნებით მისი ბალიში- გონიერი ქალი ყოველთვის მოუსმენს, გაამხნევებს, რჩევასა და ძალას მისცემს მამაკაცს. თუმცა, ქალი, რომელიც მუდმივად საყრდენია მამაკაცისა, დიდ შეცდომას უშვებს. ეს კაცს არასრულფასოვნების კომპლექსს უჩენს და სხვასთან ურთიერთობის დაწყებისკენ უბიძგებს. ასე რომ, ნუ შეასრულებთ ბალიშის ფუნქციას.

4. პირად ცხოვრებასა და კარიერაზე უარის თქმა- თუ თქვენ დაქორწინებული ხართ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა თქვათ თქვენს მეგობრებსა და სამსახურზე. მამაკაცებს იზიდავთ ქალები, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან, საკუთარი საქმე აქვთ და საკუთარი თავის რეალიზაციას ახდენენ. ნუ დაყრით ფარხმალს, ეცადეთ ოჯახი და კარიერა ერთმანეთს შეუთავსოთ.

5. შეიცვალოთ მისი გულისთვის- დიახ, ჩვენ ქალებს გვიყვარს ცვლილებები, თუმცა არა ფუნდამენტური. როდესაც მამაკაცი გთხოვს ყველა შენი სურვილი, თვისება და მისწრაფება მისი აზრის შესაბამისად შეცვალო, ეს უკვე სერიოზული პროპლებაა. ადამიანს ისეთი უნდა უყვარდე, როგორიც ხარ. შეყვარებული მამაკაცი არ მოგთხოვთ რადიკარულ ცვლილებებს, მან შეიძლება გირჩიეოთ მისთვის რა იქნებოდა უფრო მოსაწონი. ყველაფრის გაკეთება შეიძლება, ურთიერთობის გაფუჭების გარეშე, რა თქმა უნდა თუ ამას მოინდომებთ.

Загрузка...