Загрузка...

სიტყვებს უფრო მეტად შეუძლია ადამიანის დაჭრა, ვიდრე დანას. ყველაზე სახიფათო კი ის არის, რომ ჩვენ ზოგჯერ ვერ ვაცნობიერებთ რას ვამბობთ და რა გავლენა შეიძლება ქონდეს ადამიანზე. სტატიაში გთავაზობთ 5 ფრაზას, რაც საყვარელ მამაკაცს არავითარ შემთხვევაში არ უნდა უთხრათ…

1. ”საქმე ჩემში არ არის, არამედ შენშია”

Загрузка...

ამით თქვენ რეალურად მამაკაცს რაღაცაში ადანაშაულებთ. ამან მამაკაცი პრობლემის მოგვარების ნაცვლად, შეიძლება თავდაცვით პოზიციამდე მიიყვანოს. უმჯობესია თქვათ: ”ნაწილობრივ ორივე დამნაშავეები ვართ. იქნებ დავილაპარაკოთ და გავარკვიოთ როგორ მოვაგვაროთ ეს?”

2. ”საკმარისია! ნუ იქნები ასეთი მგრძნობიარე!”

ამ სიტყვებმა შეიძლება მამაკაცი შეურაწყოს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ მან თავისი გრძნობები დაგანახათ. ის შეიძლება ჩაიკეტოს, ამიტომ უმჯობესია თუ ეტყვით: ”როგორც ჩანს, ამან ძალიან გატკინა, დამეხმარე შენი გრძნობების გაგებაში”.

3. ”არასწორად არ გამიგო”

თუ ამას ამბობთ, თქვენთვის უკვე ცნობილია, როგორ შეიძლება ეს გაგიგოთ. თუ თქვენ ეს არ გსურთ, მაშინ თქვით სხვა ფორმით…

4. ”მორჩა! განქორწინება მინდა!”

ასეთი რამ შეიძლება ითქვას მხოლოდ ერთხელ. განქორწინებამდე! ყველა დანარჩენი — მანიპულირებაა. უმჯობესია თქვათ: ”ჩვენს ურთიერთობაში ზოგიერთი რამით შეშფოთებული ვარ. შეგვიძლია ეს განვიხილოთ? მინდა გავიგო, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ჩვენს ურთიერთობას!”

5. ”დედაჩემი/მამაჩემი მართალი იყო!”

ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს თქვენი ურთიერთობისთვის ხელსაყრელი იქნება. უმჯობესია თქვათ: ”არ მომწონს ეს, რაც ეხლა ხდება, იქნებ დავსხდეთ და განვიხილოთ?”.

Загрузка...