Загрузка...
1. ვერძი
ვერძებთან ერთად ცხოვრება მოულოდნელობით სავსეა. ეს ადამიანები ხშირად ექცევიან საკუთარი წამიერი ემოციების გავლენის ქვეშ. მწარე გამოთქმები და ხისტი გადაწყვეტილებები თქვენი თანაცხოვრების განუყრელი ნაწილები შეიძლება გახდეს.
2. მერწყული
რის გამოც ძირითადად მერწყულებს ვერ იტანენ, ეს მათი ზედმეტი თავდაჯერებულობაა. ალბათ, ისინი ამას არასდროს აღიარებენ, მაგრამ ყოველთვის სხვებზე მაღალ საფეხურზე ეგონებათ საკუთარი თავი. კატეგორიულობა და დესპოტიზმი – მერწყულების ხასიათის საშინელი თვისებებია, რომლებიც ყევლანაირად უნდა აკონტროლონ.
3. ტყუპები
ტყუპებმა თვითონვე იციან საკუთარი პრობლემის შესახებ: მათთვის რთულია გაჩერდნენ და გაჩუმდნენ. ეს ადამიანები ცდილობენ საკუთარი თავით მოიცვან ყველაფერი, იყვნენ ყველაზე კაშკაშები და ამ სიკაშკაშეში სისულელეებს აკეთებენ ხოლმე. ყველაზე კრიტიკულ მომენტებში ტყუპებს შეუძლიათ წარმოუდგენელი სისასტიკე გამოიჩინონ, იშვიათ ადამიანებს შეუძლიათ ამის გაძლება.
4. თხის რქა
ვერძებისა და კუროების სიჯიუტეზე დიდი ხანია ყველაფერი ცნობილია, თუმცა რატომღაც თხის რქებს ივიწყებენ ხოლმე. მათი გამძლეობა ხომ შოკისმომგვრელია! ყველაზე სულელურ რამეზეც კი არ მორჩება კამათს თხის რქა, სანამ არ დაამტკიცებს, რომ ის მართალია. ის ყოველთვის მართალი იქნება. თხის რქები ხშირად მარტოები არიან – მათი ხასიათის სპეციფიკა ადამიანებს აშინებს.
5. მორიელი
რასაც არ უნდა წარმოადგენდე და ვინც არ უნდა მორიელისთვის, ის ყოველთვის გაჩვენებს ვინ არის უფროსი. რატომღაც ისინი გარშემომყოფებთან ისეთ ურთიერთობებს ამყარებენ, სადაც უმთავრეს როლს თვითონვე ასრულებენ. თუ ვინმე არ ემორჩილებათ, შურისძიება გარანტირებული ექნებათ.
Загрузка...