Загрузка...

1. იყავი ყურადღებით და შეგეძლოს მოსმენა. მნიშვნელოვანია იყო კონცენტრირებული. თითქოს უმნიშვნელო დეტალმა და უბრალოდ ნათქვამმა სიტყვამ ბევრი რამის ცნობა მოგცეთ იმ ადამიანზე რომელიც მოწგონთ. დაუკვირდით, თუ რა მოსწონს მას, რა იტაცებს, რითი არის დაინტერესებული, მოაყოლეთ მას ბევრი რამ, უსმინეთ და დაიმახსოვრეთ, თქვენვე მიხვდებით თუ როდის რა სიტუაციაში გამოიყენოთ მოსმენილი ინფორმაცია.

2. იყავი მუდამ სუფთა და მოწესრიგებული! იზრუნე საკუთარ გარეგნობასა და სტილზე. გოგონების უმეტესობა ცდილობს იყოს ფორმაში და დახვეწილი, ისინიც იგივეს მოელიან მამაკაცებისგან. დაუთმე დიდი დრო ჰიგიენასა და სისუფთავეს. არ არის აუცილებელი გეცვას ძვირადღირებული ტანსაცმელი, თან გქონდეს მაღალ ფასიანი აქსესუარები, რომ შეძლო ეფექტის მოხდენა გოგოზე, მაგრამ ვერაფრით ვერ შეძლებ დააინტერესო ლამაზი და სასურველი გოგო თუნდაც ინტელექტუალური მაღალფარდოვანი საუბრებითა ან დახვეწილი იუმორით თუ არ იცვამ სუფთად, ან გაწუხებს არასასიამოვნო სუნი პირიდან.

Загрузка...

3. იყავით თავდაჯერებული! თითქოს ბანალურად ჟღერს, მაგრამ გაითვალისწინეთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ თუ რა გსურთ, რატომ გსურთ, როდის გსურთ. მტკიცე და ჩამოყალიბებული ხასიათი აღრთოვანებას იწვევს. ქალი მუდამ ცდილობს მამაკაცს ეკამათოს და მუდამ სურს რამე განსვხვავებული დაუმტკიცოს ქალს. არ იკამათო, უბრალოდ მოკლედ თქვი ყოველთვის საკუთარი აზრი, ახსენი მოკლედ თუ რატომ და დახურე თემა. შეეცადე არ გამოჩნდე თვითკმაყოფილი სულელივით. თუ არ ხარ დარწმუნებული რიგი თემების სისწორეში გირჩევ არ შეეხო მათ. ასევე მნიშვნეოვანია იცოდე და ჩამოყალიბებული გქონდეს რა ტიპის ურთიერთობა გსურს იმ გოგოსთან/ქალთან რომელიც მოგწონს. მამაკაცმა უნდა მისცეს ფორმა იმ ურთიერთობას რაზეც ახლა ვსაუბრობთ.

4. დახვეწილი იუმორი ნათქვამია “თუ შეძელი ქალის გაღიმება, შეძლებ მის გულის მოპოვებას.” პოზიტიური ადამიანები, რომლებსაც გააჩნით ჯანსაღი იუმორის გრძნობა და მოზომილად საჭირო დროს, საჭირო სიტუაციაში მოსწრებულად ახერხებენ კითხვა პასუხს – ყოველთვის პოპულარობით სარგებლობენ გოგონებს შორის. გქონდეს საკუთარი სტილი. ნუ მოაბეზრებთ თავს ზედმეტი სიცილითა და უკბილო ხუმრობებით გოგოს. სწორად შეარჩიე დრო, ადგილი და სიტუაცია საკუთარი ტალანტის წარმოსაჩენად.

5. დაიფასე თავი ქალების ეს თვისება, რაზეც ახლა მინდა დავწერო იწვევს დიდ გაკვირვებას ჩემში. თუ მოგწონს გოგო, რომელსაც აქცევ ყურადღებას, ცდილობ ამგვარად დაუახლოვდე და მზრუნველობით გაანებივრო და ასე დაიმსახურო მისი ნდობა – ერთი შეხედვით ყველაფერს კარგად აკეთებ და გგონია, რომ სწორად იქცევი, მაგრამ მინდა გითხრა, რომ არასწორ გზას ადგახარ. დიდი დროა საჭირო ამისათვის, რომ სათანადოდ დაგიფასდეს გაწეული ამაგი და ისიც კითხვის ნიშნის ქვეშაა იქნება თუ არა ასე. ის გოგო, რომელიც მოგწონს, იყავი მასთან ყოველთვის მოზომილი. არ არის საჭირო და აუცილებელი ზედმეტი თავის გამოდება. მითუმეტეს გახსოვდეთ, არის ქალების კატეგორია – უმეტესობა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყავდეს ბევრი ტაყვანისმცემელი, მაინც შეეცდება მოაწონოს თავი მას და იყოს მასთან ვინც აიგნორებს და მიუღწევადია მისთვის.

Загрузка...