loading...

ქალებს ძალიან უყვართ საოცნებო ქორწილის დიდი ხნით ადრე დაგეგმვა, დაგეგმვა, როდესაც ჯერ საყვარელი პრინცი ნაპოვნიც კი არ ყავთ. მაგრამ როდესაც მას შეხვდებით, საიდან უნდა მიხვდეთ, რომ ის ერთად ცხოვრებისთვის მზად არის? სწორედ ამიტომ დღეს სტატიაში წარმოგიდგენთ 5 ნიშანს, რომ ბოიფრენდს თქვენს გარეშე ცხოვრება არ შეუძლია…

1. ის ხმარობს უფრო მეტად ”ჩვენ” და არა ”მე”

loading...

როდესაც მამაკაცი ხშირად საუბრობს იმაზე, რომ თქვენ რაღაცას ერთად აკეთებთ, როგორც წყვილი, ეს ერთ-ერთი საიმედო ნიშანია. სავარაუდოდ ის, მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრების თქვენთან ერთად გატარებას ფიქრობს!

2. ის მაინც თქვენს გვერდითაა, როდესაც საქმეები არც ისე კარგად მიდის

თუ მამაკაცი მაინც თქვენს გვერდითაა, როდესაც თქვენ რთული დღეები გაქვთ, ეს დამარწმუნებელი ნიშანია, რომ მას ყველაზე მეტად უყვარხართ. როდესაც ყველაფერი კარგად მიდის, ერთად ყოფნა ძალიან მარტივია, მაგრამ როდესაც საქმე ცუდადაა, ერთად ყოფნას დიდი ძალისხმევა სჭირდება.

3. ერთად ყიდულობთ რაიმეს

არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ძაღლი, გაჯეტი თუ სახლი, ერთად რაიმეს ყიდვა და გაზიარება, ნიშნავს, რომ თქვენ ხანგრძლივ ურთიერთობაში ხართ. ჯერ იძენთ ძაღლს, შემდეგ კი ვინ იცის, შეიძლება შვილიც შეგეძინოთ!

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2

loading...