loading...

დაახლოებით 50 წლის წინ ურთიერთობაში ყველაფერი გაცილებით ადვილი იყო: ბიჭი შეხვდა გოგონას, ერთმანეთი მოეწონათ, დაიწყეს შეხვედრები, დაქორწინდნენ და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად. ახლა ჩვენ გვიწევს სოციალურ ნორმებთან გამკლავება, ინფორმაციის სოციალურ ქსელებში გაზიარება და ასე შემდეგ. სტატიაში წარმოგიდგენთ 5 ყველაზე დიდ სისულელეს, რომელსაც თანამედროვე სიყვარულის სახელით ჩავდივართ…

1. კინო და სექსი

loading...

ჩვენ არ ვაწყობთ პაემნებს, ჩვენ არ ვდებთ ამაში ძალისხმევას, ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ის ადამიანი, რომელიც ძალიან ცდილობს. ჩვენ უბრალოდ ვერთობით, სახლში ვუყურებთ ფილმებს და სერიალებს, შემდეგ კი ვკავდებით სექსით. მორჩა, მეტი არაფერი…

2. ჩვენ არ ვლაპარაკობთ

ჩვენ არ ვართ ტელეფონზე საათობით ჩამოკიდულნი, არ ვურეკავთ ერთმანეთს, რათა გავიგოთ, თუ როგორ ჩაიარა მისმა დღემ. მესენჯერში მესიჯებმა შეცვალა ლაპარაკი და მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონით მუდამ შეგვიძლია ლაპარაკი, ამას მესიჯებით ვაკეთებთ.

3. ერთმანეთის ცხოვრებას თვალს სოციალური ქსელიდან ვადევნებთ

ჩვენ სოციალურ ქსელში ვამოწმებთ სად იყო, ვისთან ერთად, რას სვავდა და ასე შემდეგ. ჩვენ ვუყურებთ და ვფიქრობთ, ვინ არის ეს ახალი მეგობარი, ვინც ღამის ორ საათზე პოსტი დაულაიქა. ჩვენ ვაკვირდებით, თუ როდის წაიკითხავს ის ჩვენს მესიჯს და ვგიჟდებით, როდესაც პასუხს არ გვცემს, მაგრამ რა თქმა უნდა ამას არ ვიმჩნევთ. მეგობრებო, განა ეს საშინელება არ არის?

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2

loading...