Загрузка...

ზოგჯერ თქვენ ისეთი განაწყენებული ხართ, ფიქრობთ, რომ მარტო ყოფნა უკეთესია, ვიდრე ტანჯული და ტკივილის მომტანი სიყვარული. ჩემო ძვირფასო, ლამაზო ქალბატონო… სიყვარული არ იწვევს სულიერ ტკივილს, ამას არასწორ მამაკაცთან ყოფნა იწვევს. სტატიაში წარმოგიდგენთ 5 ტიპის მამაკაცს, რომელიც არ უნდა შეგიყვარდეთ…

1. ნარცისი

Загрузка...

ამ ტიპის მამაკაცი ყველაზე საშიშია. ის ძალიან ქარიზმატული და მომხიბვლელია, განსაკუთრებით დასაწყისში. მან იცის, როგორ უნდა ”შეაბას” ქალი და გეტყვით ყველაფერს, რისი მოსმენაც გსურთ. მიუხედავად ყველა გამაფრთხილებელი ნიშნებისა და შეუსაბამო სიცრუისა, თქვენ ის სწრაფად შეგიყვარდებათ, ხოლო როგორცვე ის ამას მიხვდება, ის თქვენით მანიპულირებას დაიწყებს. მას შეიძლება მართლაც უყვარდეთ, მაგრამ საკუთარი თავი უფრო მეტად უყვარს. რჩევა იქნება, რომ თავი აარიდოთ ასეთი ტიპის მამაკაცებს.

2. მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავს არ იცნობს

ასეთი ტიპის მამაკაცი თავისი ჩაფიქრებულობით და საიდუმლოებით გიზიდავთ. ის ყველაფერზე თქვენს აზრს კითხულობს. ის გიჩენთ სურვილს რათა დაეხმაროთ მას საკუთარი თავის გაცნობაში. ის ამბობს, რომ გარკვეული რაღაც სურს, მაგრამ მისი მოქმედებები სხვა რამეზე მიუთითებს. თქვენ იღლებით და კარგავთ ენერგიას იმისთვის, რომ გაარკვიოთ, თუ რა სურს მას… თქვენ არ იქნებით ბედნიერი მანამ, სანამ ის სრულად არ ჩამოყალიბდება.

3. მექალთანე

სიტყვა ”მექალთანეს” მიხედვით უკვე ყველაფერია ნათქვამი: მას თქვენ უყვარხართ, ისევე როგორც ბევრი სხვა ქალი. თქვენთან სექსი შესანიშნავია, ისევე როგორც სხვა ქალებთან. თქვენ არასდროს იქნებით მისი ერთადერთი, უბრალოდ იმიტომ, რომ მას ეს არ შეუძლია. მრავალფეროვნება — მისი ცხოვრების სტილია. თუ თქვენ სრულყოფილ და მონოგამურ ურთიერთობას ეძებთ, თქვენ ამას მასთან ვერ იპოვით.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2

Загрузка...