Загрузка...

მშობლად ყოფნა – პირველ რიგში ეს ბედნიერებაა. გსურთ ყველაფერი იდეალურად გააკეთოთ, რათა ბავშვმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს. სწორედ ამიტომ სტატიაში გთავაზობთ 5 თვისებაც, რომელიც მშობლად გახდომის დროს ძალიან გამოგადგებათ.

1. მოთბინება

Загрузка...

ბავშვებს ნებისმიერი ადამიანის მწყობრიდან გამოყვანა შეუძლიათ, ზოგჯერ უნდა იყოთ ძალიან მტკიცე და არ უნდა დანებდეთ. მათ შეუძლიათ მანიპულირება – არა ბოროტულად, არამედ იმიტომ, რომ ეს სასურველის მიღების მარტივი გზაა. მათ ყურადღება სჭირდებათ, ბევრი რამის გაკეთება არ იციან და მშობელი დროის დაზოგვის მიზნით ამას მათ მაგივრად აკეთებენ. ბავშვი ამით ვერაფერს ვერ ისწავლის, ამიტომ ამ სიტუაციაში მოთბინება ერთადერთი გამოსავალია.

2. იუმორის გრძნობა

იუმორის გრძნობა — ეს პარაშუტია. მასთან ერთად დიდი ადამიანის ცნობიერების სიმაღლედან დაშვება შედარებით ადვილია. დაცემა კი ნამდვილად მოგიწევთ. როდესაც ორი წუთით მიტრიალდებით, ხოლო მოტრიალებისას დანახავთ, რომ თქვენმა ბავშვა ნასკი ყავაში ჩააგდო, გაცინების გარდა არაფერი აღარ გრჩებათ.

3. ჯანსაღი ეგოიზმი

ბავშვის დაბადებიდან, თქვენ ადამიანად ყოფნა არ შეგიწყვეტიათ, ამიტომ სრულიად არ არის სასირცხვილო, რომ ხანდახან იღლებით. ბევრ ქალს იდეალური დედობასთან დევნაში ავიწყდება საკუთარ თავზე, როგორც პიროვნებაზე და ხდება ყველაზე ერთგული მსახური პატარა მეფისთვის. ეს კი მათთვის ყოველთვის ცუდად მთავრდება.

4. ჯანსაღი პესიმიზმი

ხანგრძლივი ან შორეული მოგზაურობის დროს იყავით მზად, რომ თქვენი შვილი დაეცემა, გაისვრება და ასე შემდეგ. ამინდი კი შვებულების დროს შეიძლება მოულოდნელად გაფუჭდეს. თუ ეს არ მოხდება, კარგია, მაგრამ თუ ეს მოხდება კარგი იქნება ამისთვის ცოტათი მაინც მზად იყოთ.

5. სხვისი მოსაზრების მიმართ გულგრილობა

თუ თქვენ გაინტერესებთ სხვა ადამიანების აზრი მაშინ დაფიქრდით: მათ ზუსტად იციან, თუ როგორ უნდა გაზარდოთ ბავშვი? არიან ისინი იდეალური ადამიანები? ბებიებს, მეზობლებს და მეგობრებს აქვთ ბავშვის გაზრდის კოლოსალური გამოცდილება? რა თქმა უნდა არა!

Загрузка...