Загрузка...

თითქმის მე-19 საუკუნის ბოლომდე, ყოველ წელს ინდოეთისკენ მიმავალ გზაზე ათასობით მოგზაური იკარგებოდა. მათი გაუჩინარების მიზეზი ნადირი არ ყოფილა – მოგზაურებს ხოცავდნენ ტუგის სექტანტები, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს მოკლავდნენ, მით მეტი ექნებოდათ შანსი, რომ სიკვდილის შემდეგ სულელურ ბაყაყად კი არ გადაქცეულიყვნენ, არამედ რამე უფრო მშვენიერი სახით განაგრძობდნენ სიცოცხლეს.

ტუგის მკვლელები ისე სასტიკად და დიდხანს ხოცავდნენ ადამიანებს, რომ ისინი გინესის რეკორდების წიგნშიც კი შეიტანეს.
ტუგები თაყვანს სცემდნენ ღვთაება კალის, დედამიწის შემქმნელი ღმერთის შივას ცოლს. როგორც ჭეშმარიტი ქალი, კალი ქმრის შექმნილის განადგურებას ცდილობს და ასე რომ არ მოხდეს, მისი თაყვანისმცემლები დედამიწის გადასარჩენად თავიანთ ქალღმერთს მსხვერპლად სწირავენ ადამიანებს, თან რაც უფრო მეტი იქნება მსხვერპლი, მით უკეთესი.

Загрузка...

ტუგებს ორი მარტივი წესი ჰქონდათ მკვლელობის მეთოდისა და თავად მსხვერპლის შესახებ. პირველი – მსხვერპლი უნდა მოეკლათ ხანჯლით, მოეწამლათ ან უნდა დაეხრჩოთ. სხვა მეთოდი დაუშვებელი იყო. რაც შეეხება მსხვერპლს, არ შეიძლებოდა ქალების, ბავშვებისა და ფაკირების (ღარიბი მოხეტიალე ასკეტები), მუსიკოსების, კეთროვნებისა და ევროპელების დახოცვა. მათი რწმენით, ღვთაება კალი ამგვარ მსხვერპლშეწირვას არ მოიწონებდა. თუმცა, ტუგები ყოველთვის არ იცავდნენ ამ წესებს.

Ratingმსხვერპლი უნდა მოეკლათ ფრთხილად, სისხლის დაუღვრელად. ტუგი-მომწამვლელები მსხვერპლს უსხავდნენ საწამლავს, რომელსაც სამკაულებში მალავდნენ. ხანჯლით მკვლელები მსხვერპლს ხელის უსწრაფესი მოძრაობით ურტყამდნენ ხანჯალს საფეთქელში ან კეფაში. უმაღლეს ხელოვნებად ითვლებოდა მსხვერპლის გაგუდვა გაპოხილი თავშლით.

ტუგები ჯგუფებად მუშაობდნენ, უახლოვდენოდნენ მოგზაურებს და როცა მათ ნდობას მოიპოვებდნენ, ერთიანად ამოხოცავდნენ ხოლმე, ცხოველებსაც კი არ ტოვებდნენ ცოცხალს.

მხოლოდ 1824 წელს, ბრიტანეთის მთავრობას მობეზრდა, რომ მისი ვაჭრები უგზო-უკვლოდ იკარგებოდნენ და ტუგებს ომი გამოუცხადა. ოფიცრებმა 3266 ტუგი დაიჭირეს. მათ აღიარეს, რომ მკვლელობებს მსხვერპლშეწირვის მიზნით სჩადიოდნენ.

ბრიტანელები ირწმუნებოდნენ, რომ 50 წლის განმავლობაში ტუგები მთლიანად ამოხოცეს, მაგრამ მათი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ ინდოეთის სხვადასხვა შტატში და ყოველ წელს, მამლებისა და ძაღლების სახით, კვლავ სწირავენ მსხვერპლს ღვთაება კალის, თუმცა, ზოგჯერ მკვლელობებსაც სჩადიან, რომლებიც ძალიან ჰგავს მსხვერპლშეწირვას.

Загрузка...