Загрузка...

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ: ვიშრობთ ხელებს არაკონტაქტირებული საშრობით, ვრეცხავთ ჭიქას სამუშაოზე, როდესაც ყავა ან ჩაი გვინდა და ასე შემდეგ. სტატიაში გთავაზობთ 6 უცოდველ ჰიგიენურ ჩვევას, რაც ჩვენს ჯანმრთელობას ძირს უთხრის…

1. ხელების ცხელი წყლით დაბანა

კვლევები აჩვენებს, რომ წყლის ტემპერატურა არ ახდენს გავლენას მიკრობების განადგურებაზე. აქ მნიშვნელოვანი ხელების დაბანის დროა: 5 წამში თქვენ ხელების დაბანას ვერ მოასწრებთ, მაგრამ აი 30 წამში ხელზე არსებულ თითქმის ყველა მიკრობს გაანადგურებთ. ცხელი წყლით ხელების ხშირი დაბანა, ამცირებს კანის დამცავ ფუნქციას, ამან კი შეიძლება დერმატიტი ან გაღიზიანება გამოიწვიოს.

Загрузка...

 

 

2. ვარჯიში მაკიაჟის მოშორების გარეშე

ზოგჯერ ჩვენ ისე ვჩარობთ ოფისიდან სავარჯიშო დარბაზში წასვლას, რომ მაკიაჟის მოშორებაზე დროის დაკარგვა სისულელე გვგონია. საკუთარ თავს ამხნევებთ: ”ვარჯიშის შემდეგ მაინც შხაპი უნდა მივიღო”. თუმცა ვარჯიშის დროს კანი სუნთქავს და სუფთავდება, თუ მასზე კოსმეტიკაა, ამან შეიძლება ფორების წარმოქმნას შეუწყოს ხელი…

3. ხელის საშრობის გამოყენება

ის ფაქტი, რომ ჩვენ საშრობს ხელით არ ვეხებით – წმინდა წყლის ილუზიაა. სინამდვილეში ელექტრო საშრობები არ არის საკმარისად ჰიგიენური: მათზე გროვდება ბაქტერიები და ჰაერის დახმარებით ჩვენს სხეულზე, ტანსაცმელზე და ფილტვებში ხვდება. ქაღალდის პირსახოცი უფრო ეფექტური და სუფთაა, ვიდრე ელექტრო ხელის საშრობები.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2

Загрузка...