loading...

”ერთ დღეს ჩემი მეგობარი თავის ბოიფრენდს ეჩხუბებოდა, მე კი მასთან დაშორება ვურჩიე. თუმცა ისინი შერიგდნენ, მე კი მან დამადანაშაულა იმაში, რომ მისი შეყვარებულის წართმევა მინდოდა” — ასეთი ისტორიები ძალიან ბევრია. სწორედ ამიტომ სტატიაში გთავაზობთ 6 მიზეზს, თუ რატომ არ ღირს სხვა ადამიანების პრობლემების გადაჭრა…

1. თქვენ ართმევთ ადამიანს გამოცდილებას

loading...

გაიხსენეთ: რამდენიც არ უნდა გაეფრთხილებინეთ მშობლებს, მეგობრებს და ახლობლებს, თქვენ ცხოვრების მნიშვნელოვან გაკვეთილებს მხოლოდ მაშინ სწავლობდით, როდესაც არასასურველ ქმედებას სჩადიოდით. ამ მომენტამდე თქვენ უბრალოდ არ იღებდით სიტუაციას სერიოზულად. იგივე ხდება სხვა ადამიანების თავსაც. ამიტომ არ ჩაერიოთ ადამიანების ცხოვრებაში, გაუშვით ისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე…

2. ეს სიტუაცია მას კვლავ თავს გადახდება

ყველა ის პრობლემა, რომელიც თავს გვატყდება გვაძლევს საშუალებას, რომ შევაგროვოთ ცხოვრებისეული გამოცდილება და შემდეგ ჯერზე მშვიდად გადავწყვიტოთ იგივე სიტუაცია. მანამ სანამ არ ვისწავლით კონკრეტული პრობლემის მოგვარებას, ის ისევ და ისევ დაგვატყდება თავს.

3. თქვენმა დახმარებამ შეიძლება უფრო გაართულოს პრობლემა

ზოგჯერ ადამიანის დახმარებას მთელი გულით ვცდილობთ, თუმცა საბოლოოდ ყველაფერს ვაუარესებთ. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ პრობლემის ანალიზს და მისი მოგვარების გზას ვეძებთ, ეს ჩვენს პირად გამოცდილებას ეფუძნება და ხშირად არ ვითვალისწინებთ სუბიექტურ ფაქტორებს.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2

loading...