loading...

უნდობლობა

”ყველა ერთნაირია”, ”მათ ყველას ერთი რამ სჭირდებათ” — რამდენად ხშირად გვესმის ასეთი განცხადებები მამაკაცების და ქალების მიმართულებით! ისე, რაღაც პატარა ჭეშმარიტების ნაწილი ამაში არის, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ ყოველ ჯერზე ასეთი ადამინები გიყვარდებათ. არ არის აუცილებელი პირველივე შემხვედრს დაუფიქრებლად ენდოთ, მაგრამ თქვენი უნდობლობით არც ხელი არ უნდა კრათ. ისინი არ არიან დამნაშავეები, რომ თქვენი ყოფილი ასეთი გამოდგა. უმჯობესია მათ თვალყური ადევნოთ და საგანგაშო ნიშნები არ დააიგნოროთ.

 

loading...

 

სერიოზული ურთიერთობების შიში

პირადი სივრცის დაკარგვის შიში — ეს არის თითქოს და უხილავი კედელი თქვენსა და ახალ ნაცნობებს შორის. როგორ შევცვალოთ სიტუაცია? უნივერსალური საშუალება არ არსებობს, მაგრამ, როგორც წინა შემთხვევებში, პირველ რიგში აუცილებელია საკუთარ თავზე ზრუნვა: იპოვონ  საკუთარი ჰობი, ხალხში უფრო ხშირად იყავით და არ ჩაეციკლოთ ნეგატიურ ფიქრებს.

სასოწარკვეთილი სურვილი, რომ მოეწონოთ

ფარშევანგის ქცევა, მისი ბრწყინვალე კუდის დემონსტრირება, კარგად მუშაობს მხოლოდ ცხოველთა სამყაროში. ადამიანების უმეტესობაში ამას მხოლოდ დაცინვის და სიბრალულის გამოწვევა შეუძლია. უმჯობესია იყოთ ის ვინც ხართ. სწორი ადამიანი ამას ნამდვილად დააფასებს.

loading...

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here