Загрузка...

ალბათ არავის სიამოვნებს, როცა მის გარეგნობაში მხოლოდ ნაკლს ხედავენ და ამას საჯაროდ აღნიშნავენ. ამბობენ, რომ ყურებით მხოლოდ ქალებს უყვართ, მამაკაცებს კი მხოლოდ თვალებით. და რა უნდა უთხრათ მამაკაცს, იმისთვის რომ საბოლოოდ შეგიყვაროთ?

ამას ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.

Загрузка...

1. პირველ რიგში აუცილებლად უნდ აღნიშნოთ მისი სიძლიერე – “შენ ისეთი ძლიერი ხარ”; “ოჰო, რამხელა ხელები გაქვს”; “ალბათ ვარჯიშობ”. მთავარია ეს შეატყობინოთ, როცა რაიმეს აკეთებს.

2. უნდა შენიშნოთ, რომ სწორად მოიქცა, როცა ყვავილები, საჩუქარი ან თქვენი საყვარელი ღვინო შეიძინა. უთხარით – “მადლობა, ძვირფასო! შენ ისეთი ყურადღებიანი ხარ!”

3.მამაკაცური ღირსებები, ასევე მათი გამოყენების უნარი, არ უნდა დარჩეს შეუმჩნეველი. განსაკუთრებით სექსის შემდეგ. აუცილებლად უთხარით – “ძალიან კარგი იყო”.

4.
 მამაკაცმა უნდა იცოდეს, რომ კარგი იუმორის გრძნობა აქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მის ხუმრობაზე უნდა გაიცინოთ, თითქოს ეპილეფსიამ შემოგიტიათ. მაგრამ ერთი-ორი ძალიან სასაცილო უნდა დაიმახსოვროთ, შემდეგ კი უთხარით: ” ის ხუმრობა გახსოვს? ბევრი ვიცინე და სამსახურშიც ყველას მოვუყევი, გოგონებმაც ბევრი იცინეს”.

5.
 თუ არ იცით რა თქვათ, კინორეჟისორებმა, სცენარისტებთან ერთად უკვე იზრუნეს ამაზე. ამოიწერეთ რამდენიმე ფრაზა, რომლებზეც ნებისმიერი მამაკაცი ჭკუას დაკარგავს.

6
. თუ გსურთ რაიმე გააკეთოს – გაჯავრება და თხოვნა არ ღირს. უბრალოდ უთხარით – “შენი დახმარება მჭირდება, იმიტომ, რომ ვიცი, მხოლოდ შენ შეძლებ ამასთან გამკლავებას”.

7.
 და ბოლოს, თქვენი საყვარელი მამაკაცისთის საუკეთესო კომპლიმენტი – ეს თქვენი ბედნიერი, გაბრწყინებული თვალები, გულწრფელი ღიმილი და სიტყვებია -“მე შენ მიყვარხარ”.

Загрузка...