loading...

გსურთ იყოთ კარგი პარტნიორი და თქვენს საყვარელ მამაკაცს სხვისკენ თვალი არ გაექცეს? ამისათვის საჭიროა ბევრი ნიუანსის გათვალისწინება, ყოველი ადამიანი ინდივიდუალურია და თქვენს პარტნიორსაც რასაკვირველია აქვს ისეთი მოთხოვნები და სურვილები რომლებიც თავად უნდა გამოიცნოთ, თუმცა არსებობს რაღაცეები რაც ყველა მამაკაცს ერთნაირად აღიზიანებს და არ მოსწონს ქალში, გთავაზობთ 7 ასეთ ფაქტორს. წაიკითხეთ, გაიაზრეთ და სასურველია, რომ გაითვალისწინოთ.

loading...

 

როდესაც განიხილავთ თქვენ ორის ურთიერთობას სხვა ადამიანებთან. არა აქვს მნიშვნელობა ამას მისი თანდასწრებით გააკეთებთ თუ ზურს უკან, მას არ მოსწონს როდესაც დაქალებთან ან დედასთან წუწუნებთ იმ პრობლემებზე რომლებიც მხოლოდ თქვენ ორს გეხებათ.

გახსოვდეთ რომ რაც უფრო ნაკლებად საჯარო იქნება თქვენი პირადი ცხოვრება მით უფრო უკეთესად წარიმართება ის, ხოდა თუ თქვენი პარტნიორის ხათრით ვერ ახერხებთ დაქალებისთვის ყველაფრის მოყოლისგან თავის შეკავებას მაშინ ამ ფაქტის გამო მაინც დააჭირეთ ენას კბილი.

ქარაფშუტული დამოკიდებულება ფულის მიმართ. მამაკაცებს მოსწონთ საყვარელი ქალისთვის საჩუქრების კეთება, რესტორანში დაპატიჟება და ზოგადად მათზე ფულის ხარჯვა, თუმცა როდესაც ქალი მიდის და ყიდულობს „ძალიან საყვარელ ჩანთას“ ახალი კოლექციიდან, რომელიც ფასდაკლების აქციაში მოხვდა, იმის ნაცვლად რომ გადაიხადოს საკრედიტო დავალიანება, ამ ფაქტს მამაკაცი აღიქვამს არა როგორც ქალურ სისუსტეს არამედ როგორც სიბრიყვეს.

მოუვლელი გარეგნობა – მამაკაცებს მოსწონთ როდესაც ქალი გამუდმებით უვლის თავს, გამოიყურება თვალისმომჭრელად, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს სპეციალურად მათთვის კეთდება. გაიპრანჭეთ, იყავით სექსუალური და ლამაზი, ოღონდ ფრთხილად ზედმეტი არ მოგივიდეთ და ნუ აფიქრებინებთ მამაკაცს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მისკენ არაა მიმართული, რადგან თუ გაუჩნდა ეჭვი რომ სხვების მოხიბვლასაც ცდილობთ ეს დამატებით პრობლემებს შეგიქმნით.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 

loading...