loading...

ამბობენ, რომ წიგნი ყდით არასდროს არ უნდა შეაფასოთ და ეს მართლაც ასეა. თუმცა, ადამიანის უკეთ გაცნობისათვის დროა საჭირო. ზოგჯერ თვეები და წლებია საჭირო, რათა პიროვნების აზრები და ოცნებები გავიგოთ. არსებობს რაღაცეები, რაზეც ქალები და კაცები პირველ რიგში ამახვილებენ ყურადღებას. ყველა სხვადასხვა რამეს ანიჭებს უპირატესობას. ზოგიერთ მამაკაცს ქერები მოსწონს, ზოგიერთს კი შავგრემანები. ნებისმიერ შემთხვევაში, არსებობს თვისებები, რომლებიც დაუყოვნებლივ იპყრობს მამაკაცის ყურადღებას.

ის, რაზეც მამაკაცები ამახვილებენ ყურადღებას

1. ღიმილი

loading...

ღიმილი – ქალბატონების ერთ-ერთი ულამაზესი თვისებაა, რომელიც მამაკაცებმა არ შეიძლება, რომ ვერ შეამჩნიონ. თუ თქვენი ღიმილი მეგობრული და გულწრფელია, რომელიც ადვილად ჩნდება მისი ხუმრობების საპასუხოდ, ეს თქვენზე ბევრ რამეს ამბობს. როდესაც გოგონა გულწრფელად იღიმის, ეს არის დადებითი სიგნალი, რომელიც ეხმარება მამაკაცს, მისი გაცნობის დროს თავი კომფორტულად იგრძნოს.

2. თვალები

ტყუილად არ ამბობენ, რომ თვალები – სულის სარკეა, ეს ხომ ერთ-ერთი ყველაზე ექსპრესიული თვისებაა, რომელიც აჩვენებს, ხართ თუ არა დაინტერესებული, ბედნიერი ან ნერვიული. მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც საქმე პირველ შთაბეჭდილებას ეხება, თვალები პირველ ადგილზეა იმ სიაში, რასაც მამაკაცები პირველ რიგში აქცევენ ყურადღებას.

3. სიცილი

მამაკაცებს ძალიან უყვართ, როდესაც თქვენ მათ ხუმრობებზე იცინით. ასე ისინი თავს საინტერესო ადამიანად გრძნობენ და ეს მათ თავდაჯერებულობას მატებს. მამაკაცებს ყოველთვის სიამოვნებთ თქვენი სიცილის მოსმენა. 

სტატიის გაგრძელება იხილეთ
გვერდები: 1 2
loading...

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here