loading...

შეტყობინება — კომუნიკაციის ყველაზე მარტივი და სწრაფი გზაა, თუმცა ზოგჯერ ის ძალიან მოსაწყენი ხდება და გვბეზრდება. იმისთვის, რომ ურთიერთობა იყოს საინტერესო, მიწერეთ თქვენს მამაკაცს ეს 7 შეტყობინება – ეს შეტყობინებები მას გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს.

1. ”მე ამისთვის პატივს გცემ”

loading...

მამაკაცებისთვის პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ზრდის მათ თავმოყვარეობას და აჩვენებს, რომ აფასებთ მათ, როგორც პიროვნებას.

2. ”დღეს ფეხბურთის ორი ბილეთი ვიყიდე, მოემზადე”

გააოცეთ ის, არ ელოდოთ სიურპრიზებს მხოლოდ მისგან. აიღეთ მისი საყვარელი ბენდის კონცერტის ბილეთები, ან ფეხბურთის ბილეთები. ეს მას შთააგონებს, რომ სამომავლოთ რაღაც განსაკუთრებული მოგიწყოთ.

3. ”მადლობა რჩევისთვის”

როდესაც თქვენი პრობლემა მოგვარდება, არ დაგავიწყდეთ იმ ადამიანისთვის მადლობის გადახდა, ვისი რჩევაც ამ საქმეში დაგეხმარათ. ეს მას თავდაჯერებულობას აუმაღლებს და იგრძნობინებს, რომ თქვენ მას აფასებთ და პატივს სცემთ.

4. ”საშინელი დღე მქონდა, მაგრამ ახლა შენს გვერდით თავს კარგად ვგრძნობ”

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცმა თავი თქვენთან უნიკალურად და გამორჩეულად იგრძნოს – ეს გააძლიერებს თქვენს სიყვარულს და ერთმანეთთან უფრო დაგაახლოვებთ.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2

loading...