loading...

არაცერთ ადამიანს არ სურს გამოიყურებოდეს საშინლად, უგემოვნოდ ან მოსაწყენად ჩაცმული, მაგრამ ზოგჯერ კომფორტისა და საიმედოობის გამო, ჩვენ ვირჩევთ ისეთ იმიჯს, რომელიც ყურადღებას საერთოდ არ იპყრობს. სტატიაში მოცემული 8 ჩვევიდან ერთს მაინც თუ დააკმაყოფილებთ, მაშინ თქვენი იმიჯი შეგიძლიათ გახადოთ ბრწყინვალე…

1. კარადა რომელშიც მხოლოდ დომინირებს შავი და თეთრი ფერის ტანსაცმელი

რა თქმა უნდა არავინ ამტკიცებს, რომ კლასიკური ტანსაცმელი თქვენს კარადაში არ უნდა იყოს, მაგრამ ასევე აუცილებელია იყოს ნათელი სამოსი, რომელიც თქვენს ინდივიდუალურობას ასახავს. სცადეთ ნათელი ფერები და თამამი კომბინაცია. სხვათა შორის, შავი და ნაცრისფერი იდეალურად ერწყმის ნებისმიერ ფერს.

loading...

 

2. ჩანთა, ფეხსაცმელი და ქამარი ყოველთვის ერთი ფერის

ერთფეროვნება ყოველთვის მოსაწყენია. იდეალური კომბინაცია იქნება, თუ თითოეულს სხვადასხვა ფერისას აარჩევთ, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.

3. გარკვეული შიშების გამო არავითარი სამკაული

ძალიან ცოტა – მოსაწყენია, ძალიან ბევრი კი – ვულგარული, ამიტომ, რომ არ გავრისკოთ თითქმის ყოველთვის ვირჩევთ მოსაწყენ იმიჯს. მაგრამ არსებობს მარტივი გამოსავალი, საუკეთესო სტილისტების რჩევა: სამკაულები არ უნდა იყოს 3-ზე მეტი.

4. ყოველთვის ყველა ღილი შეკრული

არსებობს იმიჯი, რომელშიც ეს კარგად გამოიყურება, მაგრამ ძირითადად მაისურის ზედა ღილი შეკვრისთვის არ არის შექმნილი! გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც ჰალსტუხს იკეთებთ.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2

loading...

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here