loading...

არსებობს ფრაზები, რომლებიც ერთი შეხედვით შეიძლება უბრალო მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან გამაღიზიანებელია და ხალხს ჭკუიდან შლის. ეს იმიტომ, რომ ადამიანი, ვინც ამას ამბობს გამოხატავს გულგრილობას თქვენი და თქვენი გრძნობების მიმართ.

”ხომ გეუბნებოდი!” / ”ვიცოდი!”

loading...

თუ პიროვნებამ შეცდომა დაუშვა თქვენ ამით ხელი შეგეშლებათ? თქვენ აფრთხილებდით, მათ კი გარისკვა გადაწყვიტეს, და აი შედეგიც. მოდი ყოველთვის შეახსენეთ, რომ მათზე ჭკვიანი ხართ და ყველაფერი უკეთესად იცით.
ასე უნდა მოიქცეთ მხარდაჭერის ნაცვლად? გასაკვირი არ არის, რომ ამ დროს ადამიანი აღტაცებით არ შეხვდება თქვენს გენიოსურ ნიჭს, მაგრამ შეიძლება ძალიან განრისხდეს.

 

”კარგი”

თუ თქვენ რაიმე შეკითხვაზე უემოციო სახით პასუხობთ ”კარგი”, მაშინ არ უნდა გაგიკვირდეთ, რედესაც მადლიერების სანაცვლოდ უნდობლობას დაინახავთ. ”კარგი” შეიძლება ნიშნავდეს: ”ცოტახანში გავაკეთებ” ან ”თავი ნუ მომაბეზრე.”

”მაპატიეთ ამას რომ გეუბნებით, მაგრამ…”

ამ ფრაზას მაშინვე მოყვება რაღაც არასასიამოვნო. ასე უფრო მოსახერხებელია თქვენთვის? ეს წინასწარ ბოდიშის მოხდას ჰგავს, რათა ამის შემდეგ მთელი საშინელი სიმართლე პირში უთხრათ ადამიანს.

”შენ არ დაგაინტერესებს.” / ”შენ მაინც ვერ გაიგებ.”

უბრალოდ წარმოიდგინეთ, რაც თქვენ გაინტერესებთ შეიძლება იმავე სხვისთვისაც საინტერესო იყოს. ამ პასუხით პირდაპირ ეჭვი შეგაქვთ სხვის მენტალურ შესაძლებლობებში. ეს კი თქვენ ბედნიერებას ნამდვილად არ მოგიტანთ.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2

loading...