loading...

რატომ გვეჩვენება ზოგიერთი ადამიანი უფრო მომხიბვლელი, ვიდერე სხვები? საქმე ეხება ფიზიკურ სილამაზეს და არა ხასიათის თვისებებს. რაზეა დამოკიდებული მათი მიმზიდველობის აღქმა? ჩვენ გთავაზობთ რამოდენიმე არგუმენტს, თუ რითი ხელმძღვანელობს ჩვენი ცნობიერი ადამიანების შეფასებისას. მაშ ასე, სილამაზე ეს არის

ჯანმრთელობა

loading...

მეტად მომხიბვლელად გამოიყურებიან ადამიანები, ვინც არის ჯანმრთელი. ჯანსაღი კანი, მბრწყინავი თმა, ხალისიანი გამოხედვა – ყველაფერი ეს არის ჯანმრთელი მდგომარეობის გამოხატულება. ქვეცნობიერად ჩვენი ტვინი ლამაზად აღიქვავს მათ, ვინც გამოიყურება მოვლილად და ნავარჯიშები მუსკულატურით.

ახალგაზრდა

რატომ არის ახალგაზრდა ყველა დროსა და ყველა ერში ასეთი მიმზიდველი? ევოლუციის თვალსაზრისით, ეს ლოგიკურია. ახალგაზრდა პარტნიორი, რა თქმა უნდა უფრო ჯანმრთელია და მისი შთამომავლობაც ჯანსაღი იქნება. მამაკაცების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს ზრდასრული ქალის ფიგურას და ბავშვური სახის გამომეტყველებას. ასეთი თვისებები მამაკაცს უღვიძებს მზრუნველობის განცდას.

უპირატესობები

პროფესორმა, დავიდ პერეტმა ჩაატარა ექსპერიმენტი. მამაკაცების და ქალების ფოტოები დაამუშაავა და ერთსა და იმავე ადამიანის ფოტოს შეუცვალა ნაკვთების მოხაზულობა. მან ცდისპირებს სთხოვა აერჩია მისთვის მიმზიდველი ფოტო. მამაკაცების უმრავლესობამ აირჩია სექსუალური გამომეტყველების ქალბატონის ფოტო. ქალებმა კი უპირატესობა მიანიჭეს იმ ფოტოს, სადაც მამაკაცი გამოიყურებოდა გულწრფელად. დასკვანა: ყველა ირჩევს იმ პარტნიორს, რა ნიშნითაც ხედავს მოწინააღმდეგე სქესს მიმზიდველად.

გეომეტრია

პროპორციები, სიმეტრია, ოქროს შუალედი. ბუნება ქმნის იდეალურ ფიგურებს და ნებისმიერი გადახრა ნიშნავს, რომ რაღაც ისე არ არის. უფორმო ფოთლები და ასიმეტრიული ყვავილები მიანიშნებს, რომ ის ცხოვრობს აგრესიულ გარემოში ან თუნდაც რაიმე დაავადებას ატარებს. არც ადამიანია გამონაკლისი. ბუნებრივი შერჩევის პროცესში იმარჯვებენ სწორი პროპორციები. ჩვენ არაცნობიერად ვირჩევთ იდეალურ თანხვედრას და მას ვუწოდებთ სილამაზეს.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2

loading...

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here