Загрузка...

ნებისმიერ ქალს, როცა მამაკაცის მიმართ სიმპატიები უჩნდება, უჩნდება  შეკითხვაც – რას გრძნობს ის?  სერიოზულად დაინტერესებულია, თუ უბრალოდ ერთობა? ქალები, როგორც წესი ინტუიციას ენდობიან, მაგრამ  შეუძლია კი ინტუიციას შეუცდომლად შეაფასოს გრძნობები? ინტუიცია ხომ სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი გაუცნობიერებელი, მაგრამ ღრმად შენახული გამოცდილება, ამას გარდა ინტუიციის პირველი სიგნალი არც ისე ძლიერია და შეიძლება ყოველდღიურ სიჩქარეში ჩვენ საერთოდაც არ მივაქციოთ მას ყურადღება. მეორეც, ინტუიცია ჩვენ შეიძლება დავუქვემდებაროთ ჩვენს სურვილებსა და მოლოდინებს. ზუსტად ამ შემთხვევაზე ითქმის, რომ ინტუიცია გღალატობს.

1) თქვენთან ერთად რაც შეიძლება დიდხანს ყოფნის სურვილი

Загрузка...

შეყვარებული ადამიანი მაქსიმალურად ცდილობს დრო გაატაროს თავისი სიყვარულის ობიექტთან. აქ საუბარია არა ხმაურიან ადგილებზე, თეატრზე, კინოზე და ა. შ. უბრალოდ ერთად ყოფნაზე – ყოველგვარი მიზეზების გარეშე, როცა წყვილს ერთმანეთთან საუბარი, გარკვეული თემების განხილვა სიამოვნებას ანიჭებთ.

2) მზრუნველობა

რაც კარგად იკითხება დეტალებში და მარტივ ქმედებებში. შეყვარებული ადამიანი ძალიან ცდილობს  საყვარელ ადამიანს თავი რაც შეიძლება უკეთ აგრძნობინოს, ცდილობს გაამხიარულოს. დაინტერესებულია როგორ გრძნობს თავს, რა სწყინს, რა უხარია… აკვირდება რა მოსწონს, რა უყვარს, როგორი გემოვნება აქვს, მოკლედ, აინტერესებს ნებისმიერი წვრილმანი, რომლის ცოდნაც დაეხმარება ცხოვრება გაუხალისოს მისთვის საყვარელ ადამიანს. საჩუქრები, რომლებიც სულაც არ არის აუცილებელი ძვირიანი იყოს, სასიამოვნო სიურპრიზები – ეს ყველაფერი მხოლოდ საკუთარი გრძნობების გამოხატვის ფორმებია. რაც შეეხება ძვირიან საჩუქრებს, ეს უფრო შთაბეჭდილების მოხდენის მცდელობაა ადამიანზე.

3) თქვენთან შეხების სურვილი

აქ საუბარი არ არის კოცნასა და სხვა სექსუალური ტიპის შეხებაზე, არამედ ფიზიკურ კონტაქტზე, როცა გსურს გადასცე საყვარელ ადამიანს საკუთარი სხეულისა და გულის სითბო. თუ შეგიმჩნევიათ შეყვარებულები ხშირად დადიან ხელჩაკიდებული, მაშინაც კი როცა სხვა საქმით არიან გართული. – ეს არის ფიზიკური ექვივალენტი სიტყვებისა – მე შენ მიყვარხარ და მინდა შენს გვერდით ყოფნა. მეტიც, ბევრ მამაკაცი მხოლოდ ამ ფორმით გამოხატავს საკუთარ გრძნობებს.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 3

Загрузка...