loading...

8 ქმედება, რომელიც ამ შესანიშნავ გრძნობაზე, როგორიცაა სიყვარული, ზედმეტი სიტყვების გარეშე მეტყველებს.

მიეცით გადატვირთვის შესაძლებლობა

მძიმე დღის შემდეგ, ჩვენ გვჭირდება დრო, რომ შევეშვათ საქმეზე ფიქრს და ნორმალურ ცხოვრებაზე გადავერთოდ. მიეცით პარტნიორს საშუალება, რომ ცოტა დაისვენოს. საჭიროების შემთხვევაში, გაუშვით მარტო იყოს ცოტა ხნით. ასეთი ემოციური გადატვირთვა დაგეხმარებათ კონფლიქტური სიტუაციების თავიდან აცილებაში.

loading...

 

იყავით მისთვის კარგი მსმენელი

თუ მას სურს, რომ ისეთ თემაზე დაგელაპარაკოთ, რომელიც არ გესმით ან არ გაინტერესებთ, არ უთხრათ მას ამაზე უარი. გოგონებისთვის ზოგჯერ საკმარისია, რომ მასთან ახლოს იყოს ადამიანი, რომელიც მოისმენს უახლეს სიახლეებს, გაეცნობა ყველა ფასდაკლებებს და ასე შემდეგ. არ გაბრაზდეთ ასეთ მომენტში მასზე, იყავით კეთილი და გამგები პარტნიორი.

არ აუკრძალოთ მეგობრებთან შეხვედრა

როდესაც ვინმესთან ურთიერთობას იწყებთ, ის არ უნდა გადააქციოთ თქვენს საკუთრებათ. ყველას სჭირდება პირადი სივრცე და მეგობრებთან დროის გატარების შესაძლებლობა.

ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს, რომლებიც მას მოსწონს

ბედნიერება მარცვლებით გროვდება. მისი საყვარელი ხილი და ტკბილეული, გარეცხილი ჭურჭელი, შეიძლება უმნიშვნელო წვრილმანად ჩანდეს, მაგრამ ეს მისვთის ზუსტად ის ნიშანია. ნიშანი, რომელიც ამბობს, რომ გახსოვთ მისი საყვარელი პროდუქტები, ნიშანი რომელიც ასახავს, რომ თქვენს ურთიერთობას პატივს სცემთ და ნიშანი იმისა,რომ გიყვართ ის.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
გვერდები: 1 2
loading...

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here