Загрузка...

ქალები ხშირად სჩადიან დიდ სისულელეს, რადგან ფიქრობენ, რომ შეუძლიათ კაცებში რაიმეს შეცვლა. პატარა ხარვეზები მართლაც მოგვარებადია, მაგრამ შეცვალო ადამიანი ეს შეუძლებელია.

ჩვევები

Загрузка...

პირველი, რასთანაც შეგუება მოგიწევთ ეს იქნება თქვენი მეუღლის ჩვევები. კაცი შეიძლება მთლიან აკონტროლო, მაგრამ თითქმის შეუძლებელია საბოლოოდ გადააჩვიო ძველ ჩვევებს.

ჩაცმის სტილი

როგორი გემოვნებაც არ უნდა ჰქონდეს მამაკას რაღაც დეფექტი მაინც იქნება. ზოგიერთი ქალი ამას ებრძვის და ცდილობს თვითონ აარჩიოს ტანსაცმელი თავისი მეუღლესთვის. ასე რომ ჯობია მარტო არ გაუშვათ ტანსაცმლის საყიდლად.

დედასთან ურთიერთობა

თუ კაცს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს დედასთან, როგორც ეს იყო ბავშვობაში, ქორწილის შემდეგაც ასე დარჩება. უფრო მეტიც, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგად იზრუნებს ცოლი მასზე.

გატაცება, ჰობი

თუ კაცი რომელიმე სპორტის სახეობაზე აფანატებს, ეს გატაცება მის ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება. ეს ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, რასაც მეუღლე თქვენი უკმაყოფილობის გამო არ დათმობს.

პრიორიტეტები

მამაკაცის დამოკიდებულება ოჯახზე და მომავალზე თითქმის შეუცვლელია. ძალიან რთულია კაცს ბავშვის ყოლა დააძალოთ, როცა მას ჯერ არ უნდა ან პირიქით, უარი უთხრათ ბავშვის ყოლაზე, როდესაც კაცი მხოლოდ ამაზე ოცნებობს.

სისუფთავე

მამაკაცები თავიანთ სისუფთავეს გაცნობის დასაწყისში ავლენენ, ამიტომაც, თუ მამაკაცი თავიდანვე არ გამოირჩევა სასუფთავით დაოჯახების შემდეგ ამას ვერ გამოასწორებთ.

მეგობრები

ბევი მამაკაცი უფრო მიჯაჭვულია თავიანთ მეგობრებზე, ვიდრე ქალები, ამიტომაც ცოლის უკმაყოფილების გამო, იგი არ გაწყვეტს მეგობრებთან ურთიერბას. გაითვალისწინეთ, მის მეგობრებთან ურთიერთობა თქვენც, თავისთავად, მოგიწევთ.

ტყუილის სურვილი

მოტყუების ჩვევა – ეს არის ის, რაც კაცის ქვეცნობიერში ღრმად არის დალექილი. თუ თქვენ ქმარს ტყუილში გამოჭერთ დამრწმუნებული იყავით ეს კიდევ განმეორდება. რაღაც მომენტში მამაკცი დაგპირდებათ, რომ აღარ მოგატყუებთ, რასაც თვითონაც კი დაიჯერებს, მაგრამ ბუნება მაინც თავისას იზავს.

უხეშობა

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ უხეშობა – ეს არის ის, რისი პატიებაც არ შეიძლება. ამიტომ, თუ კაცი მუდმივად გეუხეშებათ და თქვენზე ძალადობს, ასეთი ადამიანისგან არ ელოდოთ რაიმე ცვლილებას.

Загрузка...