Загрузка...

გამოირჩევიან შეკითხვების დასმით

გულისხმიერ ადამიანებს ძალიან ადვილად შეუძლიათ საუბარი თქვენზე. ისინი უყოყმანოდ გისვამენ კითხვებს და ძალიან გახსნილად გელაპარაკებიან. ასეთ ადამიანებს მართლა სურთ გაიგონ თქვენი ინტერესები და სწორედ ეს ეხმარებათ ნდობის მოპოვებაში. როდესაც თქვენ რამეს გაიგებთ კონკრეტულ პიროვნებაზე დაელაპარაკეთ მას ამის შესახებ და მსგავსი რამ თქვენზეც მოუყევით. ამით აჩვენებთ, რომ რაღაც საერთო გაქვთ, რაც თავისთავად საუბრის დაწყების მიზეზი გახდება.

მათ ყოველთვის ახსოვთ სახელები

Загрузка...

ქარიზმატულ ადამიანებს ყოველთვის ახსოვთ სახელები და სხვა წვრილმანი რაღაცეები. ის ფაქტი, რომ ვინმე, ვისაც მხოლოდ მცირე ხნით იცნობდით ამბობს თქვენს სახელს ეს უფრო მნიშვნელოვან ადამიანად გაგარძნობინებთ თავს. მიმართეთ ადამიანს სახელით და გახსოვდეთ მათი მეგობრების, ნათესავების და შინაური ცხოველების სახელებიც. ეს მათ მხოლოდ დადებითი ემოციებით განაწყობს თქვენს მიმართ.

მათ უყვართ მოსმენა და ცოტა ლაპარაკი

ადამიანების უმეტესობას მოსმენა საერთოდ არ შეუძლია, რადგან ყველას უნდა საკუთარი ამბების სხვისთვის გაზიარება. კარგი გრძნობაა, როდესაც ყვებით ამბავს და ხედავთ, თუ როგორ ყურადღებით გისმენენ და ემოციურად რეაგირებენ თქვენს სიტყვებზე. შარმიანი ადამიანი ისმენს და მას მოსმენა უფრო უყვარს ვიდრე ლაპარაკი. ეს ეხმარებათ მათ გაიგონ ბევრი საინტერესო რამ ადამიანზე და აღმოაჩინონ ბევრი საერთო.

Загрузка...