Загрузка...

“გამაგებინეთ, ცოლი ვარ თუ მონა?!”

“იმის გამო, რომ დიქტატორ ქმარს ენას ვერ ვუბრუნებ, ბავშვებთან გამოვხატავ მრისხანებას და მერე მათი შეშფოთებული სახეები მაწუხებს”

ამას წინათ გენდერულ თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, რომ საქართველოში ქალები ძალიან დაუცველები არიან. მეტიც, ბევრმა ისიც არ იცის, რა უფლებები აქვს, ან ვის უნდა მიმართოს დასახმარებლადო. მაშინ მისი პოზიცია გადაჭარბებული მეჩვენა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნატა კ.-ს მოვუსმინე, დავეჭვდი, რომ მდგომარეობა მართლაც მძიმეა…

Загрузка...

ნატაძალიან ახალგაზრდაა, 28 წლის. ადრე გათხოვდა და უკვე სამი შვილის დედაა. უყვარდა და მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, სკოლის დამთავრებისთანავე ოჯახი შექმნა. ახლა ნანობს, რომ უფროსებს არ დაუჯერა და მომავალზე არ იფიქრა. საშუალო განათლება აქვს, ხელსაქმე კი არ იცის, რომ საკუთარი ფული ჰქონდეს. მთლიანად ქმრის კმაყოფაზეა, რომელსაც ურიგო შემოსავალი არა აქვს, მაგრამ ცოლს აგდებულად ექცევა, შვილების თვალწინ ამცირებს.

ნატა – უტვინო არსებას მეძახის, რომელიც ტვირთად აწევს და რომ არა ის, შიმშილით სული გამძვრებოდა. მეც ვითმენ, რადგან არ ვიცი, როგორ დავაღწიო თავი ამ ჯოჯოხეთს. არადა, თავიდან ყველაფერი სხვანაირად იყო. ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით. ჩემზე ერთი წლით უფროსია. სკოლა რომ დაამთავრა, უმაღლეს სასწავლებელში იმის გამო არ ჩააბარა, რომ მე ყურადღება მომაკლდებოდა და ეშინოდა ვინმეს ჩემი თავი არ წაერთმია. ამას ვერ გადავიტანო, მეუბნებოდა. ცოლად რომ შემირთო, უმაღლეს სასწავლებელში მერე ჩაირიცხა. ხუთი წელი უბედნიერესი ცოლ-ქმარი ვიყავით. მუშაობა რომ დაიწყო, შეეცვალა ხასიათი. ალბათ, საყვარელი გაიჩინა, აბა, რა ვიფიქრო? მის მეგობრებს თან ვყვები. ჩემს სადღეგრძელოს სვამენ, – ნატა, ჩვენი და ხარ, ოქროს ხელები გაქვს, შენ გამო გურამთან მოსვლა გვიხარიაო. ის კი ღიმილით იფერებს და მეორე დღეს, გამოფხიზლებული ისევ აუტანლად მექცევა.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2

Загрузка...