loading...

ნაოჭების საწინააღმდეგო ასპირინის ნიღაბი
6 აბი ასპირინი;
1 ჩ.კ. ლიმონის წვენი;
1 ჩ.კ. თაფლი;
1 ჩ.კ. მარილი; 1 ჩ.კ. თიხა (ცისფერი).
მარილი გახსენით ლიმონის წვენში, შემდეგ გაწურეთ მარლაში და დაფხვნილი ასპირინი, თაფლი და თიხა დაამატეთ. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ და წინასწარ კარგად გასუფთავებულ სახეზე წაისვით.
10-15 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და სახეზე თქვენი კანის ტიპისთვის რეკომენდებული კრემი შეიზილეთ.

ასპირინის ნიღაბი თაფლით და ალოეს წვენით
3 აბი ასპირინი;
1 ჩ.კ. თაფლი;
1 ჩ.კ. ალოეს წვენი.
ასპირინი დაფხვენით ან გახსენით 1 ს.კ. წყალში და თაფლი და ალოეს წვენი დაამატეთ.
ეს ყველაფერი კარგად აურიეთ და სახეზე წაისვით (თხელ ფენად).
როგორც კი ნიღაბი გაშრება, სახე წრიული მოძრაობით მსუბუქად დაიმასაჟეთ (რამდენიმე წუთის განმავლობაში), შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და რომელიმე მკვებავი კრემი შეიზილეთ.
თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, ის იოგურტით ან მცენარეული ზეთით შეცვალეთ.

loading...

ასპირინის სქრაბი
4 აბი ასპირინი;
1 ს.კ. წყალი;
1 ჩ.კ. მცენარეული ზეთი.
ასპირინი დაფხვენით, დაასხით წყალი და ზეთი და მიღებული მასით 10 წუთის განმავლობაში სახე წრიული მოძრაობით გაიწმინდეთ.
პროცედურის დასრულების შემდეგ სახე ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით დაიბანეთ და მკვებავი კრემი შეიზილეთ.

ასპირინის გამწმენდი ნიღაბი
4 აბი ასპირინი;
1 ს.კ. წყალი;
ნახევარი ჩ.კ. მცენარეული ზეთი ან თაფლი.
ასპირინი დაფხვენით, დაასხით წყალი და ზეთი ან თაფლი.
მიღებული მასა სახეზე წრიული მოძრაობით შეიზილეთ.
15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ, სახეზე კი რომელიმე მკვებავი კრემი წაისვით.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2

loading...