loading...

როგორც გაირკვა, ფუშფუშა მკერდი, ჩამოთლილი ფეხები და დაბერილი ტუჩები ყველა მამაკაცს არ მოსწონს. შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რას მიიჩნევს ძლიერი სქესი ქალში სექსუალს. თურმე, ჩვენე ქალებს, სულ სხვა წარმოდგენა გვქონია მამაკაცების გემოვნებაზე.

loading...

მეხუთე ზომის მკერდი ყველა მამაკაცს არ ხიბლავს. უმეტესობას პატარა, მაგრამ ლამაზი ფორმის მკერდი მოსწონს. მკვრივი მკერდი მამაკაცისთვის ახალგაზრდობასთან და სექსუალურობასთან ასოცირდება. ძველად, მომცრო მკერდი, ქალის დიდგავაროვნებაზე მიუთითებდა.

მამაკაცის სუსტი წერტილი ფეხშიშველი ქალი ყოფილა. უფრო სწორად, ტერფებმოშიშვლებული ქალი. ძველად, როცა ქალები გრძელ კაბებს ატარებდნენ, მხოლოდ ტერფი მოუჩანდათ შიშველი. დღესაც კი შიშველი ტერფის გამოჩენა უფრო მეტად აღაგზნებს მამაკაცს ვიდრე მთლიანად მოშიშვლებული ფეხი.

როგორც გაირკვა, მამაკაცს პატარა ამობურცული მუცელი უფრო უყვარს ქალში, ვიდრე მისი პრესი. დაკუნთული მკლავები, ფეხები და მუცლის პრესი შეიძლება ლამაზია, მაგრამ მამაკაცებს ლოგინში მრგვალფორმიანი, გემრიელი ქალი უფრო გააბედნიერებს.

ვინ გითხრათ, რომ მამაკაცები ჭკუას კარგავენ ქალის სექსუალურ, რთულ საცვლებზე. მათ ბუნებრივი, ვთქვათ კოტონის თეთრეული უფრო მოსწონთ, რადგან ის ბუნებრიობასთან ასოცირდება.

სტასტიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2

loading...