Загрузка...

თანამედროვე სამყაროში მოდის ტენდენციები სწრაფი ტემპით იზრდება. სტილისტები და დიზაინერები ყოველი სეზონისთვის ახალ კოლექციას ქმნიან. შეუსაბამო და შერეულ სტილს ბევრი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ მოდის კანონები ძირითადი, საბაზისო გარდერობის შერჩევისას.

დაბალძირიანი ფეხსაცმელი და კლასიკური პიჯაკი

Загрузка...

”ბალეტკები” ვიზუალურად ავსებს ტერფს, ამდენად ფეხები გამოიყურება, როგორც ბოძები. ეს განსაკუთრებით შეუსაბამოა ელეგანტურ სტილთან. ამიტომ კლასიკურ სამოსთან უპირატესობა მიანიჭეთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს.

გრძელი მაისური და ჯინსები

გრძელი მჭიდრო მაისური ჯინსებზე სხეულს წარმოაჩენს ზედმეტად გაწელილს. ხოლო შორტებთან მეტად უხერხულია. ამიტომ უმჯობესია, მაისური ჩაიტნიოთ შარვალში. თუ თქვენთვის ასეთი სტილი მიუღებელია, მაშინ ეცადეთ არჩევანი შეაჩეროთ შედარებით მოკლე ზედატანზე ან თავისუფალი ფორმის პერანგზე.

დიდი ჩანთა გამოსასვლელ საღამოზე

დიდი ზომის ჩანთა უნივერსალური ნივთია – ის შეგიძლიათ ატაროთ როგორც მოდური აქსესუარი ან თუნდაც თქვენი საქმიანი და დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე აუცილებელი ნივთი. მაგრამ ასეთი ზომის ჩანთით კლუბში ან რესტორანში წასვლა ყოვლად მიუღებელია. ამიტომ ასეთ ადგილებში უპირატესობა მიანიჭეთ მცირე ზომის კომპაქტურ მოდელებს.

ფეხსაცმელი და მოკლე კაბა

დაბალყელიანი შუზი იშვიათად უხდება მოკლე კაბას. ფეხსაცმელი, რომელიც ფარავს მხოლოდ კოჭს, ვიზუალურად ამცირებს ფეხის სიგრძეს. მოკლე კაბა კი ამ ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს. გაითვალისწინეთ, მოკლე კაბასთან უმჯობესია ჩაიცვათ კლასიკური ტიპის ფეხსაცმელი, ზამთარში კი – ჩექმა.

ფართო სამოსი 

ერთდროულად რამოდენიმე ფართო ტიპის სამოსის ჩაცმა, მაგ: ფართო პერანგი და ფართო ქვედაბოლო, მთლიანად მალავს სხეულის იმ ნაწილებს, რომელიც უნდა გამოკვეთოთ – წელი, თეძო, გულმკერდი. თუ მაინც გსურთ ასეთი სამოსის ჩაცმა, უმჯობესია, აქცენტი სხეულის სხვა ნაწილებზე გააკეთოთ.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2

Загрузка...