loading...

კოლგოტი და შორტები

შორტები მოიაზრება საზაფხულო სამოსად, რომელიც არ მოითხოვს მის შიგნით რაიმეს ჩაცმას. უმჯობესია, გადადოთ იგი შესაფერის სეზონამდე და არ გამოიყურებოდეთ სასაცილოდ შორტის შიგნით ჩაცმული კოლგოტით.

 

loading...

 

ქვედაბოლო

დაბალწელიანი ქვედაბოლო სიარულისას შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს მუცლის კუნთი მოძრაობს. უპირატესობა მიანიჭეთ მაღალწელიან ბოლოკაბებს. ის გამოკვეთავს წელს და უფრო მომხიბვლელს გაგხდით.

ფეხსაცმელი

დიდი ზომის ფეხსაცმლის ჩაცმა უგემოვნობის ნიშანია. ფეხსაცმლის საყიდლად წასვლას რომ დააპირებთ, უმჯობესია წახვიდეთ დღის პირველ ნახევარში, რადგან დღის ბოლოსკენ ფეხი იღლება და სივდება. ამიტომ , შეიძლება მოტყუვდეთ ყიდვისას.

სვიტერი

მაღალწელიანი სვიტერის ჩაცმას დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ. მისი ტარებისას კისერი ვიზუალურად შეიძლება დამოკლდეს და სხეულმა მიიღოს კვადრატის ფორმა. ამიტომ უმჯობესია ჩაიცვათ დაბალყელიანი სვიტერი და მოიხვიოთ შარფი.

ჯინსი

ჯინსის ნაჭერს აქვს წელვადობის თვისება. თუ მოზომვისას ჯინსი გაქვთ თავისუფლად, მაშინ არსებობს რისკი, რომ დროთა განმავლობაში ის არ გექნებათ ტანზე ლამაზად. მისი შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ტანზე გქონდეთ ცოტა მჭიდროდ, მაგრამ არამც და არამც, არ შეიძინოთ ერთი ზომით ნაკლები.

loading...

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here