Загрузка...

მთელი ცხოვრების მანძილზე ვცდილობთ შევინარჩუნოთ სიყვარული. ზოგიერთი ადამიანი შემოდის ჩვენს ორბიტაზე, ზოგი კი მიდის და გვიტოვებს დრამატულ ემოციურ შეხედულებებს, რომლებზეც ადრე ვერც კი ვიფიქრებდით.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანს ჭეშმარიტად მხოლოდ სამჯერ უყვარდება და თითოეული ასეთი გამოცდილება თავის მხრივ არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი.

1. ზღაპრული სიყვარული

ხშირად პირველი სიყვარული მაშინ გვეწვევა, როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდები ვართ. ეს ისეთ გრძნობას ჰგავს, რომელიც ზღაპრული ამბების კითხვის დროს გვეუფლება. ჩვენ ვაიდეალებთ ამას და გვჯერა რომ ესაა ცხოვრება.
ამ ეტაპზე ჩვენ ისე ვმოქმედებთ, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები და თანატოლები ელოდებიან. პატარა პრობლემებზე ყურადღებას არ ვამახვილებთ და ვემზადებით ურთიერთობისთვის საკუთარი პრინციპების შესაწირად, რადგან ღრმად გვჯერა, რომ ყველფერი ისეა, როგორც უნდა იყოს.
ამ მხრივ, ჩვენს გრძნობებზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ გამოიყურება ეს ურთიერთობა გარედან.
ასეთი სიყვარული გვასწავლის, რომ პარტნიორსაც ისე უნდა უყურო, როგორც გარედან ხედავ ყველაფერს.

Загрузка...

 

 

2. გართულებული სიყვარული

ჩვენი ცხოვრების მეორე სიყვარული ყველაზე რთულია. დარწმუნებულნი ვართ, რომ კარგი გაკვეთილი მივიღეთ წინა ურთიერთობიდან და ვცდილობთ ან ვფიქრობთ სრულიად განსხვავებული ტიპის პარტნიორის შერჩევაზე.
შეიძლება ჩვენი მანიპულირება მოახდინონ, მოგვატყუონ და გული გვატკინონ. ვეჭიდებით ნებისმიერ შაძლებლობას ურთიერთობის გასამყარებლად, მაგრამ ყოველი ახალი მცდელობა ახალი მარცხის ტოლფასია. ეს არის ნამდვილი დრამა ბედნიერების მხოლოდ შემთხვევითი მომენტებით.
და აქ უკვე კიდევ ერთხელ ჩვენ გრძნობებზე მნიშვნელოვანი მტკივნეული ურთიერთობის გადარჩენა ხდება.
ასეთი სიყვარული გვასწავლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გრძობებს სიყვარულით უპასუხონ.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
გვერდები: 1 2
Загрузка...