Загрузка...

დღეს დილით მეგობართან მივდიოდი. დილითვე შევატყვე რომ კარგად არ ვიყავი, მაგრამ ჩემი მეგობარი ხვალ საზღვარგარეთ მიდის დიდი ხნით და ვეღარ ვნახავდი, ამიტომაც უარი ვერ ვუთხარი.

დიდუბის მეტროდან როდესაც გამოვედი თავბრუ დამეხვა და… შემდეგ აღარაფერი მასოვს… ყველაფერი გაშავდა… გონს მოვედი და ვიღაც ბიჭი ტუჩებში მკოცნის… გავოცდი, და თავი გავწიე და სახეში გავარტყი. ამასობაში ხმა მესმის, “ხელოვნური სუნთქვა გაუკეთე კიდეო…”. გამეცინა …

Загрузка...

წამოვდექი, პატრულის თანამშრომელი ბიჭები თავზე მადგნენ, ვკითხე რა მოხდათქო. ამიხსნეს ყველაფერი და ცოტა დავმშვიდდი. ეს ბიჭი თურმე თავზე მადგა მთელი ეს დრო და ჩემს დახმარებას ცდილობდა. უბრალოდ ერთი რაღაც ვერ მივხვდი, ხელოვნური სუნთქვა რაში მჭირდებოდა… 🙂 დავწყნარდი და მეგობართან წავედი.

მეორე დღეს ჩემი შარვლის ჯიბეში დაკუჭული ქაღალდი ვნახე, ვიფიქრე ეს რა არისთქო. გავშალე და ტელეფონის ნომერი წარწერით ,,შოკოლადის გემო გაქვს…”

Загрузка...