Загрузка...

ჟურნალისტი ნანა ლეჟავა თავისი ახლობელი გოგონას ამბავს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:

“კითხვა მაქვს! მოკლედ, ჩემი ახლობელი გოგო გათხოვდა მეორედ. პირველი ქმარი 9 წელია ძებნილია, ვლადიკავკაზში ცხოვრობს და მეორე ცოლ-შვილი ჰყავს, პირველი ცოლ-შვილით არასოდეს დაინტერესებულა, თუმცა ფორმალურად დღესაც რეგისტრირებული ცოლ-ქმარი არიან. ახლა გათხოვდა ეს გოგო, ბედნიერია, გააჩინა შვილი და აქ იწყება პრობლემა. ღუდუშაურიდან ახალშობილს არ ატანენ. პირველი ქმრის თანხმობა გვინდაო, რომ მისი შვილი არააო სკაიპით ჩაერთოს და თანხმობა თქვასო. კანონია ასეთიო. ამ გოგოს სასამართლოში დაწყებული აქვს განქორწინების პროცედურა, მაგრამ ჯერ დასრულებული არაა.

Загрузка...

ჰოდა ახლა ბავშვი რჩება სამშობიაროში (შვიდთვიანი დაიბადა, ხვალ პალატაში გადაიყვანენ). ის კაცი არასოდეს გამოჩნდება, ძებნილია და რას ვშვრებით ასეთ დროს?

p.s. ხო კიდევ, ხვალიდან ბავშვს პალატაში გადაიყვანენ და ყოველდღიურად, სანამ არ გაიყვანენ, სოლიდური თანხა უნდა გადაიხადოს ოჯახმა. ახლა მაინტერესებს ყველასგან, ვისაც ეს ეხება, გულთგონთხართა?”

განმარტება აღნიშნულ საკითხზე იურისტ ჟანა ჩიქოვანს ვთხოვეთ:

-მე როგორც ვვარაუდობ, შეიძლება ამ შემთხვევაში სამედიცინი დაწესებულებას პრობლემა ჰქონდეს ბავშვის მამის ვინაობის მითითებაზე დაბადების მოწმობაში, თუმცა ის, რომ ბავშვის გატანებაზე დედას უთხრან უარი იმ არგუმენტით, რომ ზუსტად ვერ დგინდება ახლა ვინ არის მამა კანონს არ შეესაბამება.

თუ ბავშვის მამასთან არ იმყოფება

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2

Загрузка...