Загрузка...

“მიყვარდა ერთი ბიჭი. 3 წელი ერთად ვიყავით, 15 წლის ასაკიდან. სულ ჩემთან იყო, სულ თავს მევლებოდა, მიფრთხილდებოდა, ჩვენს მომავალზე მელაპარაკებოდა, მეუბნებოდა, რომ სულ ერთად ვიქნებოდით. ისე მიყვარდა, მის გამო ყველაფერზე უარს ვამბობდი. თითქოს დამაბრმავა ამ გრძნობამ, რაღაც სიგიჟე იყო. ისე მოხდა, რომ მასთან დავწექი. პატარა ვიყავი, სულ ვტიროდი, ვნერვიულობდი. მეგონა, ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ იმ ბიჭის დედა სულ მირეკავდა, მაწყნარებდა. მას შემდეგ უწინდებურად კარგად ვიყავით ერთმანეთთან. ხშირად მნახულობდა. მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი, მაგრამ როცა 18 წლის გავხდი, თითქოს ნელ-ნელა დამშორდა. ისე მოხდა, რომ დავცილდით ერთმანეთს და მე ჩემთვის, მარტო, განვაგრძე ცხოვრება. ჩვენი დაშორებიდან თითქმის 2 წელი გავიდა, მაგრამ კიდევ ცდილობს ჩემთან კონტაქტს. თითქოს უნდა ურთიერთობის აღდგენა. არ ვიცი, რა ვქნა. ვგრძნობ, რომ კიდევ მიყვარს, მაგრამ არ მჭირდება გვერდით ადამიანი, რომელმაც ერთხელ უკვე დამტოვა.. გული ძალიან მტკივა, გამოსავალს ვერ ვპოულობ.”

„გული ძალიან მტკივა“… თუ ეს მხატვრული გაზვიადება არაა და შენი სიტყვები რეალობას ასახავს, ყველაზე დიდი ყურადღება სწორედ ამ ფაქტს უნდა მიაქციო. გული სიყვარულის საკითხებში არასოდეს ცდება. გონებას შეიძლება, ედავო, უმტკიცო, აჯობო და რაშიც გინდა, დააჯერო, მაგრამ ტკივილი ისევე ცხადად მიგანიშნებს მთავარ პრობლემაზე, როგორც კომპასის ისარი – სწორ მიმართულებაზე.

Загрузка...

აბა, დაფიქრდი, რამ გამოიწვია შენი ასეთი გულისტკივილი? რა იყო დაშორების მიზეზი? როგორც ამბობ, ამ ადამიანმა ერთხელ უკვე მიგატოვა. ის, რომ შენთან სექსუალური კონტაქტის დამყარებამდე თავს გევლებოდა, სულაც არ ნიშნავს, რომ სერიოზული გრძნობები და განზრახვა გააჩნდა. ასე იქცევა ყველა ბიჭი, თუ გოგოსთან დაწოლის იმედი აქვს.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2

Загрузка...