"მეგობარი ბიჭი მასთან დაწოლას მაძალებს" | მთავარი გვერდი - Part 2
მთავარი სხვა “მეგობარი ბიჭი მასთან დაწოლას მაძალებს”
Couple sitting on the couch having a fight

“მეგობარი ბიჭი მასთან დაწოლას მაძალებს”

4178
Загрузка...

როცა ვიღაც გიყვარს და მასაც უყვარხარ, ასეთი კითხვები და პრობლემები არ უნდა გაჩნდეს. თუ გაჩნდა, ეს იმაზე მიუთითებს, რომ სინამდვილეში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ფიქრობდი. დაფიქრდი ამაზე: მას რომ ისე უყვარდე, როგორც გგონია, დაგაძალებდა წასულიყავი საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ? ნუთუ საყვარელ ადამიანს არ უნდა აღელვებდეს, რომ მზად არ ხარ ასეთი ურთიერთობისთვის? შენ გსურს ასეთ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება? რა არის მსხვერპლი, რომელზეც წახვალ ამ ურთიერთობის შესანარჩუნებლად? დარწმუნებული ხარ, რომ თანაცხოვრების შემთხვევაში ეს ადამიანი უფრო მეტს არ მოითხოვს შენგან? დარწმუნებული ხარ, რომ მასთან ბედნიერი იქნები? ახლა ბედნიერი ხარ?

Загрузка...

 

 

ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ გამირკვევია, რა ვქნა. თვითონაც არაფერს ამბობს ჩვენს მომავალზე. ძალიან ბევრჯერ წამოვიწყე ამ თემაზე საუბარი, მაგრამ კარგად არასდროს დასრულებულა. საუბრის შემდეგ ხანგრძლივი პაუზები გვქონდა, არც მირეკავდა, არც მწერდა.

შენი წერილის ამ ნაწილიდან ცხადად ჩანს, რომ ამ ადამიანს არანაირი მომავალი ურთიერთობის გეგმა არ აქვს შენთან, რომ ჰქონდეს, აუცილებლად გაგიზიარებდა. გირჩევ, კარგად დაფიქრდე, გაერკვე საკუთარ სურვილებში და ისე მიიღო გადაწყვეტილება: რამდენად გიღირს ასეთ ადამიანთან ურთიერთობა.

Загрузка...