მთავარი ურთიერთობა მეუღლესთან ერთად გართობის 88 საშუალება, ტელევიზორის ყურების მაგივრად
holidays, vacation, love and friendship concept - smiling couple having fun in city

მეუღლესთან ერთად გართობის 88 საშუალება, ტელევიზორის ყურების მაგივრად

176
loading...

წარმოიდგინე სტანდარტული სიტუაცია: პარასკევი საღამო, შენ, ის და… არა, რომანტიკული ვახშამი და ვარდის ფურცლები კი არა, ტელევიზორი… შენ კი ზიხარ და ფიქრობ: მაინც, როდის მიხვედით აქამდე? რატომ ატარებთ პარასკევ საღამოს უქმად, მოსაწყენად, უკვე ყელში ამოსულ დივანზე?

გინდა, ასეთი დღეები სახალისოდ და დაუვიწყარად გადაიქცეს? მაშინ წაიკითხე ჩვენი რჩევები.

loading...

tumblr_mksuyyFbGa1s453cxo1_500

88 რამ, რაც მეუღლესთან ერთად შეგიძლია გააკეთო ტელევიზორის ყურების ნაცვლად:

  1. ერთად მოამზადეთ ვახშამი. შეგიძლიათ რამე რეცეპტი გაინაწილოთ ან, სულაც, სხვადასხვა კერძი მოამზადოთ.
  2. ერთად წადით სავარჯიშო დარბაზში.
  3. ითამაშეთ ბილიარდი.
  4. დააწყვილეთ წინდები გარეცხვის შემდეგ. გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა, ეს სასიამოვნოც კი შეიძლება იყოს. წინდების დაწყვილების ფონზე, ვინ იცის რაოდენ საინტერესო თემაზე ჩამოვარდეს საუბარი. 🙂
  5. ერთად გააშენეთ ბაღი სახლის ეზოში ან აგარაკზე. ყვავილებიანი ბაღი საუკეთესო გარემოა და ტელევიზორსაც სჯობს.
  6. წადით სპექტაკლის სანახავად.
  7. ერთად შეცვალეთ რომელიმე ოთახის ინტერიერი სახლში, ან უბრალოდ რამდენიმე ავეჯი გადააადგილეთ.
  8. წადით საყიდლებზე და აურჩიეთ ერთმანეთს საჭირო ნივთები.
  9. ითამაშეთ სკრებლი.  თუ სკრებლი არ მოგწონთ, ქალაქობანათი ჩაანაცვლეთ 🙂
  10. ისეირნეთ სახლთან ახლოს ბავშვებთან ერთად. თუ ბავშვები არ გყავთ – მარტოებმა.
  11. მოაწყვეთ პიკნიკი ‘პლაჟზე’ ან პარკში. შეგიძლიათ თბილისის ზღვის ან რომელიმე ახლოს მდებარე ტბის სანაპირო გამოიყენოთ.
  12. გაისეირნეთ ყურძნის ვენახებში. მოძებნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ 🙂
  13. მოხატეთ სახლის ან უკანა ეზოს კედელი (ბავშვებთან ერთად).
  14. ითამაშეთ ტენისი.
  15. ამოხსენით თავსატეხები ან ააწყვეთ puzzle სურათები.
  16. ერთად წაიკითხეთ წიგნი.
  17. დაათვალიერეთ და მოაწესრიგეთ ოჯახური ფოტოალბომი. საჭიროების შემთხვევაში, შეავსეთ კიდეც.
  18. გადით გარეთ და უყურეთ მზის ჩასვლას.
  19. ერთად იარეთ კულინარულ მასტერკლასებზე.
  20. დაკავდით იოგათი.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 3

loading...
error: Content is protected !!